ერთ - ერთ სუპერმარკეტთან მომხდარ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულიჯაკო ჩარკვიანისსასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
პროკურორგიორგი დოლაკიძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობს, რის გამოც, მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ ეთანხმება, ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვენ.
პროცესზე სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ჯაკო ჩარკვიანმა. მან დარბაზში მყოფ ოჯახის წევრებს და მეგობრებს ბოდიში მოუხადა.
"ბოდიში, ამ სიტუაციაში რომ აღმოჩნდით. მაპატიეთ იმ პასუხისმგებლობის გამო, რაც შეგიქმენით. მაპატიეთ, არ ვიცი ეს შეცვლის რამეს თუ არა. არ ვიცი როდის მოვალ კიდევ, ამიტომ ბოდიშს გიხდით“, - განაცხადა ჯაკო ჩარკვიანმა. განაგრძეთ კითხვა