ალტე უნივერსიტეტისIT სკოლისახალი ქართული და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა -„ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა“აკრედიტებულია! პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიურ სფეროში ინოვაციების შემოტანას და კარიერის შექმნას როგორც ადგილობრივ, ისე - გლობალურ ბაზარზე.
პროგრამა აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა მეცნიერებისა და პროგრამული ინჟინერიის ძირითად მიმართულებებს და მოიცავს როგორც ფუნდამენტურ, ისე - თანამედროვე, პრაქტიკულ კურსებს, მათ შორის:
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება. სტუდენტები სწავლების პროცესშივე მუშაობენ რეალურ პროექტებზე, მონაწილეობენ ჰაკათონებსა და გუნდურ გამოწვევებში და სტაჟირებას გადიან ალტე უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებში.
სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია საერთაშორისო სტანდარტებსა და სერტიფიცირებას.ალტე უნივერსიტეტითანამშრომლობს ისეთ გლობალურ პლატფორმებთან, როგორებიცააCisco Networking Academy და AWS Academy (Amazon Web Services).სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მოიპოვონ საერთაშორისო სერტიფიკატები ღრუბლოვან გამოთვლაში, DevOps-ში, ქსელურ ტექნოლოგიებსა და კიბერუსაფრთხოებაში, რაც მათ კონკურენტუნარიანობას გლობალური დასაქმების ბაზარზე მნიშვნელოვნად ზრდის.
პროგრამა იწყება STEM კურსით, რომელიც სტუდენტებს ეხმარება ფიზიკისა და მათემატიკის საბაზისო ცოდნის გამყარებაში, ტექნიკური უნარების განვითარებასა და აკადემიური პროცესის უკეთ გაგებაში.
სავალდებულო საგნების დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ, აირჩიონ ორი სპეციალიზაციიდან ერთ-ერთი:
პროგრამას ხელმძღვანელობენ გამოცდილი პროფესორები და ინდუსტრიის სპეციალისტები, რომელთა გამოცდილება უზრუნველყოფს სწავლების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობასა და პრაქტიკული კომპონენტის მაქსიმალურ ინტეგრაციას.
„ჩვენი მიზანია, სტუდენტებს შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ისინი არა მხოლოდ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას დაუკავშირებენ ერთმანეთს, არამედ გაიღრმავებენ კრიტიკული აზროვნების და კვლევის უნარებს. პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა“ კომპლექსურად უყურებს დარგში არსებულ გამოწვევებს, სტუდენტები რეალურ პროექტებზე მუშაობით იძენენ იმ უნარებს, რომლებიც პირდაპირად უკავშირდება ინდუსტრიის მოთხოვნებს. პროგრამა ამზადებს მომავალ მაღალკვალიფიურ სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ ტექნოლოგიური პროგრესის მართვას და თანამედროვე, სწრაფად ცვლადი გამოწვევების დაძლევას“ -ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის დეკანი რუსო სანაძე.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ალტე უნივერსიტეტისინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრისსერვისებით და პროფესიონალებთან ერთად შექმნან და განავითარონ თავიანთი ინოვაციური იდეები.
იმ სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე, ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, შიდა მობილობით განაგრძონ სწავლა ახალ მიმართულებაზე - „ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა“.
ახალი პროგრამა წარმოადგენს ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს, რომლის მიზანია ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობა და ისეთი პროფესიონალების მომზადება, რომლებიც შეძლებენ საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე ინოვაციური, ინტერდისციპლინური და სამეწარმეო პროექტებში მონაწილეობას და მათ გუნდურად განხორციელებას.
R