„ალტე უნივერსიტეტის“ IT სკოლის ახალი ქართული და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა -„ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა“ უკვე აკრედიტებულია. პროგრამის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც ტექნოლოგიურ ინოვაციებს შემოიტანენ და როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური ბაზრებისთვის შექმნიან პროდუქტს ან სერვისს.
„ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა“ აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა მეცნიერებისა და პროგრამული ინჟინერიის ძირითად მიმართულებებს და მოიცავს როგორც ფუნდამენტურ, ასევე თანამედროვე, პრაქტიკულ კურსებს. აღნიშნულ კურსებსა და მიმართულებებს შორის არის ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ანალიტიკა, მანქანური სწავლება, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, 3D გრაფიკის ელემენტები, ღრმა დასწავლა (Deep Learning), თამაშების შექმნა და სხვა.პროგრამის უპირატესობებს შორის არის პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება. კერძოდ, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლების პროცესშივე იმუშაონ რეალურ პროექტებზე, მონაწილეობა მიიღონ გუნდურ გამოწვევებსა და ჰაკათონებში, შეიძინონ პროფესიული გამოცდილება უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებში სტაჟირებით.
როგორია პროგრამის მიმდინარეობა და რა ცოდნას მიიღებენ სტუდენტები?
პროგრამა - „ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა“ იწყება STEM კურსით, რომელიც სტუდენტებს ეხმარება ფიზიკისა და მათემატიკის საბაზისო ცოდნის გამყარებაში, ტექნიკური უნარების განვითარებასა და აკადემიური პროცესის უკეთ გაგებაში.სავალდებულო საგნების დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ, აირჩიონ ორი სპეციალიზაციიდან ერთ-ერთი: 1. ხელოვნური ინტელექტი (Artificial Intelligence)- სისტემების დიზაინი, ავტომატიზაცია და კომპიუტერული სწავლა; 2. მონაცემთა ანალიტიკა (Data Analytics)- სტატისტიკური მოდელირება, დიდი მონაცემების დამუშავება და ანალიტიკის კომპონენტზე განსაკუთრებული აქცენტი.პროგრამა შექმნილია გამოცდილი და თავიანთ სფეროში წარმატებული სპეციალისტების მიერ, რაც სწავლების თანამედროვე მიდგომების გამოყენებასა და მათ მუდმივ განახლებას უზრუნველყოფს.
„ალტე უნივერსიტეტის“ IT სკოლის დეკანის რუსო სანაძის განმარტებით, პროგრამის მიზანია, სტუდენტებს ჰქონდეთ გარემო, სადაც ისინი არა მხოლოდ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას დაუკავშირებენ ერთმანეთს, არამედ პრაქტიკული აზროვნებისა და კვლევის უნარებს გაიღრმავებენ.
„პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა“ კომპლექსურად უყურებს დარგში არსებულ გამოწვევებს, სტუდენტები რეალურ პროექტებზე მუშაობით იძენენ იმ უნარებს, რომლებიც პირდაპირად უკავშირდება ინდუსტრიის მოთხოვნებს. პროგრამა ამზადებს მომავალ მაღალკვალიფიურ სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ ტექნოლოგიური პროგრესის მართვას და თანამედროვე, სწრაფად ცვლადი გამოწვევების დაძლევას“ -აღნიშნა „ალტე უნივერსიტეტის“ IT სკოლის დეკანმა რუსო სანაძემ.
პროგრამის დამატებითი უპირატესობა ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის სერვისებზე ხელმისაწვდომობაა. ამასთან, სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე, შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, შიდა მობილობით განაგრძონ სწავლა ახალ მიმართულებაზე - „ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა“.
„ალტე უნივერსიტეტისთვის“ მნიშვნელოვანია პროგრამების სერტიფიცირება, რათა სტუდენტებს საერთაშორისოდ აღიარებული სწავლების მეთოდები შესთავაზოს. ის თანამშრომლობს ისეთ გლობალურ პლატფორმებთან, როგორებიცაა Cisco Networking Academy და AWS Academy (Amazon Web Services). აღნიშნულის დამსახურებით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მოიპოვონ საერთაშორისო სერტიფიკატები ღრუბლოვან გამოთვლაში, DevOps-ში, ქსელურ ტექნოლოგიებსა და კიბერუსაფრთხოებაში, რაც მათ კონკურენტუნარიანობას გლობალური დასაქმების ბაზარზე მნიშვნელოვნად ზრდის.
„ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა“ „ალტე უნივერსიტეტის“ IT სკოლის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ტექნოლოგიურ განათლებას და მოამზადოს ისეთი პროფესიონალები, რომლებიც საქართველოსა და უცხოურ ბაზრებზე ინოვაციურ და სამეწარმეო პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას ან თავად გახდებიან მათი ავტორები.
R