ადვოკატი თამარ ჯუღელი გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს იმ ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება იკრძალება:
- კანონში საკმაოდ დიდი ცვლილებები შევიდა. არა მარტო "საჯარო მოხელის შესახებ" კანონში, ასევე "კორუფციასთან ბრძოლის შესახებ" კანონში. მთავრობამ 28 ოქტომბერს დადგენილება მიიღო. ცვლილებები საკმაოდ ვრცელია და ფართო მასებს მოიცავს. აქედან გამომდინარე, აღნიშნულმა ფაქტმა ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
პირველ რიგში, აღნიშნული ცვლილებები შეეხო ყველა იმ პიროვნებას, რომლებიც სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული. ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დასაქმებულები არიან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, ან ყველა იმ ორგანიზაციაში, რომელთა 50%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა - ჩამოთვლილ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს 2 ანაზღაურებად სამსახურში მუშაობა ეკრძალებათ.
თუმცა, აქ არის დათქმა და გამონაკლისი და ზუსტად 2025 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებაში ჩამოწერილია ყველა ის საგამონაკლისო პროფესია და საქმიანობა, რომლებზეც სახელმწიფო თვლის, რომ დეფიციტური პროფესიებია. მათ წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, სპეციალური წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მიიღონ ნებართვა. მაგრამ, აქაც არის დათქმა, რომ ეს ერთჯერადია, ერთი წლის ვადით.
- თანხმობა უნდა მივიღოთ უშუალოდ იმ დაწესებულების ხელმძღვანელისაგან, ვისთანაც ვმუშაობთ. თანხმობა ხელმძღვანელმა 10 დღის ვადაში უნდა გასცეს, წერილობითი ფორმით, ერთჯერადად, ერთი წლის ვადით.
- ამ შემთხვევაში, კანონი გვავალდებულებს და ეს კანონი 1-ელი ნოემბრიდან უკვე ძალაში შევიდა, რომ წერილობით მივმართოთ ხელმძღვანელს. თუ სამსახურები შეუთავსებელია, ორი სამსახურიდან ერთზე უარი უნდა ვთქვათ ნებაყოფლობით, ხოლო მეორე სამსახურში გავაგრძელოთ მუშაობა.
ხოლო, თუ აღმოჩნდა, რომ დადგენილებაში ჩამოთვლილი საგამონაკლისო წესით მოცემული პროფესიების ან საქმიანობების წარმომადგენელი ვართ, მაგალითად, ვართ ექიმი, პედაგოგი, გამონაკლისია. საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, matsne.gov.ge-ზე ან პარლამენტის ვებგვერდზე აღნიშნულ დადგენილებას გაეცნოს. მაგალითად, ჩამონათვალში არიან პედაგოგები, ექიმები, ინჟინრები…
- დიახ, სწორად გაიგეთ.
- ალბათ, ამას უფრო ბაზარი დაარეგულირებს, 1 წლის შემდეგ თუ დეფიციტი შეიქმნება ისევ ამ პროფესიების. მაგალითად, გერმანიაში სპეციალური თანხმობებია, რომლებიც ზუსტად ერთი წლით გაიცემა, მაგრამ ერთჯერადი არ არის. ყოველწლიურად განახლებადია. გერმანიაში თუ რაიმე პირობები შეეცვლება საჯარო მოხელეს, ის ნებისმიერ დროს უფლებამოსილია, თავის ხელმძღვანელს მიმართოს და თანხმობა მიიღოს და იქ დაუსაბუთებელი უარი დაუშვებელია. აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს, რომ ხელმძღვანელმა მას უარი უთხრას. მაგალითად, მიუკერძოებლობის პრინციპი არ უნდა დაარღვიოს, არ უნდა დაარღვიოს საჯარო სამსახურის ეთიკის პრინციპი, საჯარო სტატუსი პირადი მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს და ასევე ინტერესთა კონფლიქტი არ უნდა არსებობდეს. მხოლოდ ამ კრიტერიუმების გამო შეიძლება, საჯარო მოხელეს დამატებით ანაზღაურებად სამსახურზე უარი ეთქვას. ამას ერთპიროვნულად ხელმძღვანელი წყვეტს. თუმცა, როგორც იურისტი, ყველა დასაქმებულ პირს ასეთ რჩევას მივცემ: მიუხედავად იმისა, რომ კანონში არ წერია ხელმძღვანელი უარს დასაბუთებულს აძლევს თუ არა, სასამართლოსთვის მაინც აუცილებელი იქნება, უარი დასაბუთებული იყოს.