გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე გადაცემაში "იმედის დილა" საუბრობს, როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში:
- თითქმის, მთელი კვირის განმავლობაში ზღვისპირა რაიონებში უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა წინა კვირაში საკმაოდ მაღალი იყო და მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება. მხოლოდ 12 ნოემბერს, დღის ბოლოსა და 13 ნოემბრის ღამეს, დილამდე აფხაზეთში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. აჭარასა და ფოთის ტერიტორიაზე ისევ უნალექო ამინდი იქნება. 12-13 ნოემბერს ტემპერატურა ცოტა დაიკლებს. თუ დღეს და ხვალ ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, +24, +25 გრადუსს აღწევს, 12-13 ნოემბერს დაიკლებს და +20, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება. შემდეგ ისევ +24, +25 გრადუსამდე მოიმატებს და კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
კოლხეთის დაბლობზეც და მთიან და მაღალმთიან რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქაც, 12 ნოემბერს, დღის ბოლოსა და 13 ნოემბერს, დილამდე, ზემო იმერეთში, სამეგრელოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ზემო სვანეთში შესაძლებელია, მცირე წვიმა აღინიშნოს. აჭარის ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 12-13 ნოემბერს ტემპერატურა ცოტა დაიკლებს, +20, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება. 14 ნოემბრიდან კვირის ბოლომდე ისევ უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურა +24, +25 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში მთელი კვირის განმავლობაში უნალექო და თბილი ამინდი იქნება. ტემპერატურა +21, +22 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
უნალექო ამინდი იქნება შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. ტემპერატურა მოიმატებს და საკმაოდ თბილი ამინდია მოსალოდნელი. 12-13 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს.
კახეთშიც, სამცხე-ჯავახეთშიც, მაღალმთიან რეგიონებში უმეტესად უნალექო, თბილი ამინდია მოსალოდნელი, რაც კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
ნოემბერი თბილად დაიწყო. თუმცა, იქით კვირაში ამინდის გაუარესებას ველოდებით. დროგამოშვებით წვიმები იქნება.