3 ვარსკვლავი ძმა - ყველაზე ცნობილი და მოსიყვარულე ძმები ჰოლივუდში - მშობლები

3 ვარსკვლავი ძმა - ყველაზე ცნობილი და მოსიყვარულე ძმები ჰოლივუდში

2025-11-10 12:24:47+04:00

ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთ ოჯახში სამივე ძმა არა მხოლოდ მსახიობი გახდა, არამედ - ცნობილი მსახიობი და ნამდვილი ვარსკვლავი. და კიდევ იმით აოცებენ ჰემსვორტები ჰოლივუდს, რომ დღემდე ძველებურად მეგობრობენ ერთმანეთთან, უამრავ დროს ატარებენ ერთად და ყველაზე მოსიყვარულე დედმამიშვილებად მიიჩნევიან ცნობილებს შორის.

hemsworth-brothers-1-bc10c75e9295457fa93ec95c9d6493a0-1762764006.jpg

კრის ჰემსვორტი - თორი

ძმებს შორის ერთ-ერთმა პირველმა კრის ჰემსვორტმა მოიპოვა პოპულარობა. ის ყველაზე მეტად ცნობილია თორის როლით Marvel-ის კინემატოგრაფიულ სამყაროში, ასევე როლებით ფილმებში „რაში“, „ტყეში ქოხი“, „ელ როიალში ცუდი დრო“, „ზღვის გულში“ და „შავებში ჩაცმული კაცები“.

4b17ca0186931649ef235f3bd82b8f7b-1762764005.jpg

კრისტოფერ „კრის“ ჰემსვორტი (დაიბადა 1983 წლის 11 აგვისტოს, მელბურნი, ვიქტორია, ავსტრალია) არის ავსტრალიელი მსახიობი და BAFTA-ს ჯილდოს ნომინანტი.

კრის ჰემსვორტი 1983 წელს დაიბადა მელბურნში, სამშვილიან ოჯახში. დედა მასწავლებელია, მამა - სოციალური მომსახურების კონსულტანტი. 14 წლის იყო, როცა მისი ოჯახი ფილიპ აილენდის პატარა კუნძულზე გადავიდა საცხოვრებლად.

97bf5bd22754901762be1520b2f78757-1762764005.jpg
ძმები ჰემსვორტები მშობლებთან ერთად

კრისმა მალევე გააცნობიერა, რომ მსახიობობა უნდოდა. მშობლებიც შვილებს ყველანაირად გვერდში ედგნენ და ცდილობდნენ, ყველაფრით უზრუნველეყოთ.

2009 წლის მარტში კრისი შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, რათა იქ გაეგრძელებინა კარიერა. ის და მისი ძმა, ლიამი, აგენტ კრის უილიამ უორდის სასტუმრო სახლში ცხოვრობდნენ, სანამ ლოს-ანჯელესში საკუთარ ბინას იქირავებდნენ, სადაც ამჟამად ცხოვრობენ.

image-1762764006.webp
კრისი და ლიამი

კრისი არა მხოლოდ ძმებისადმი ერთგულებით გამოირჩევა, ერთ-ერთ მეოჯახე მამაკაცადაც მიიჩნევა ჰილივუდში და კარგ მამად. 2010 წელს დაქორწინდა ესპანელ-ამერიკელ მსახიობ ელზა პატაკიზე, რომელთანაც 3 შვილი შეეძინა - ქალიშვილი და ტყუპი ვაჟი.

chris-hemsworth-family-at-limitless-live-better-now-premiere-05-1762764005.webp

ბოლო წლებში კრისი იშვიათად ჩნდება კინოში და მთელ დროს ოჯახთან ატარებს. 2022 წელს, National Geographic-ის დოკუმენტური ფილმის „საზღვრების გარეშე“ მეხუთე ეპიზოდის გადაღებისას, ჰემსვორთმა შეიტყო, რომ მას APOE4 გენის ორი ასლი (თითო-თითო მამისგან და თითო დედისგან) ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების გაზრდილი რისკი აქვს. გადაწყვიტა, განუსაზღვრელი ვადით შესვენება აეღო მსახიობობისგან, რათა გადაეფასებინა თავისი ცხოვრება და მეტი დრო გაეტარებინა ოჯახთან ერთად.

7928682b4732ceb0c6222bb7170285ab-1-1762764005.webp

ლიამ ჰემსვორტი - ქალების გულთამპყრობელი

liam-hemsworth-1762764006.webp

ლიამ ძმებს შორის ყველაზე უმცროსია და ბოლო დროს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი მამაკაციც.1990 წლის 13 იანვარს დაიბადა. ყველაზე მეტად ცნობილია ჯოშ ტეილორის როლით ტელესერიალ „მეზობლებში“, მარკუსის როლით „სპილო პრინცესაში“ და გეილ ჰოთორნის როლით „შიმშილის თამაშებში“.

960x0-1762764005.webp

ლიამის ყველაზე ცნობილი სასიყვარულო თავგადასავალი ცნობილ მომღერალ და მსახიობ მაილი საირუსთან ჰქონდა. წყვილი 2009 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს, როცა ერთად თამაშობდნენ ფილმში „უკანასკნელი სიმღერა“. 2012 წლის მაისის ბოლოს ლიამმა მაილის ხელიც სთხოვა და მათი ნიშნობა ივნისში გამოცხადდა. თუმცა წყვილი 2013 წლის სექტემბერს დაშორდა. 2015 წლის შემოდგომაზე მან მაილი საირუსთან ურთიერთობა განაახლა. 2016 წლის იანვარში მომღერალს იგივე ბეჭედი ეკეთა, რომელიც ლიამმა 2012 წელს აჩუქა. წყვილი 2018 წლის 23 დეკემბერს დაქორწინდა და ერთ წელიწადში დაშორდა. მოგვიანებით მაილიმ გახმაურებული კლიპი გადაიღო ახალ სიმღერაზე, რომელშიც ყოფილ ქმარს ღალატში ამხელდა.

gettyimages-140049417-1762764005.webp

საირუსთან დაშორების შემდეგ, ჰემსვორტმა ურთიერთობა დაიწყო ავსტრალიელ მოდელ გაბრიელა ბრუკსთან. 2025 წლის სექტემბერში წყვილი დაინიშნა.

gettyimages-2225637134-a0d171559ccb4073b89cfc8ddffa5f43-1762764005.jpg

ლუკ ჰემსვორტი

ლუკ ჰემსვორტი ძმებს შორის ყველაზე უფროსია - 1980 წლის 5 ნოემბერს დაიბადა.ლუკის დებიუტი ტელევიზიაში 2001 წელს შედგა სერიალ „მეზობლების“ როლით. 2014 წელს ითამაშა ფილმში „მომკალი სამჯერ“. შემდეგ იყო ტელესერიალი „დასავლეთის სამყარო“, მთავარი როლი ტიმოთი ვუდვორტის ვესტერნში „ჰიკოკი“, ფილმი „ბედნიერი სიკვდილის დღე“. გამოჩნდა ფილმებში „თორი: რაგნაროკი“ და „თორი: სიყვარული და ჭექა-ქუხილი“.

luke-hemsworth-1-080525-7ae056bd50f6404d9c50f5b1fc7eacb9-1762764006.jpg

2007 წლიდან ლუკი დაქორწინებულია თავის რჩეულ სამანტაზე. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს.

luke-hemsworth-11-30620f1c78994089b73dc0249b17424c-1762764006.jpg

თავისუფალ დროს ძმები ხშირად ატარებენ ერთად და არაერთხელ დაადასტურეს ინტერვიუებში, რომ ერთმანეთს აძლიერებენ.

hero-12-1762764006.webp