ფიტნესინსტრუქტორი, ინფლუენსერი თიკო ყაველაშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ინდოელი ომარ ამანია.
წყვილმა ქორწილი ჯერ ინდოეთში გადაიხადა, მერე კი საქართველოში მოირგო თიკომ ტრადიციული საპატარძლო კაბა.



"ბავშვობაში ყველა ვოცნებდით იმ ერთ დღეზე, როცა ჩვენი პრინცესული კაბა გახდება რეალობა. დღეს ის დღეა - ოცნება აწყობილია ბრჭყვიალით, სინაზით და ჯადოსნური ენერგიით." - წერს თიკო ყაველაშვილი და ქორწილიდან სურათებს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ თიკო ყაველაშვილი თბილისში ერთ-ერთი ცნობილი ფიტნესინსტრუქტორია. ის უკვე რამდენიმე წელია, სწორი კვებისა და ვარჯიშის მეშვეობით, ადამიანებს სხეულის სასურველი ფორმების მიღებაში ეხმარება. პარალელურად, სოციალურ ქსელებშიც აქტიურია და უამრავი გამომწერი ჰყავს.
"12 წელი სპორტის სხვადასხვა სახეობაზე დავდიოდი. ეს იყო: ხელბურთი, ფეხბურთი, ცოტა ხანს ძალოსნობაზეც ვიარე, ასევე კრივზეც, კინგბოქზე, მაგრამ ერთხელაც, ხელბურთის თამაშისას ტრავმა მივიღე, მუხლი დავიზიანე, ამის შემდეგ კი დიდ სპორტში ყოფნას ვეღარ შევძლებდი. ვარჯიშის და მუხლის "გაძლიერებას" ვფიქრობდი და სწორედ იმ დროს გამოჩნდა დავით ქაცარავა, რომელმაც თავის დარბაზში ინსტრუქტორობა შემომთავაზა. მისი წყალობით ასეც მოხდა. მაშინ 17 წლის ვიყავი, ყველა საჭირო მომზადება გავიარე, რაშიც შედიოდა სერტიფიცირება და პრაქტიკაც. ამავდროულად ვვარჯიშობდი და დაზიანებულ ფეხზე ვზრუნავდი. მალე მეშვიდე წელი დაიწყება, რაც უკვე შემდგარი ინსტრუქტორი ვარ და ჩემი სამსახური მომწონს." - ამბობდა თიკო ერთ-ერთინტერვიუში.

თიკოს ფოტოებს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის ბედნიერებას უამრავი გულშემატკივარი თბილი კომენტარით გამოეხმაურა.
