81 წლის რობერტ დე ნირო 2 წლის ქალიშვილთან და 35 წლით უმცროს რჩეულთან ერთად გამოჩნდა, რომელიც უკმაყოფილოა, რომ მსახიობი სათანადო ყურადღებას არ აქცევს - მშობლები

81 წლის რობერტ დე ნირო 2 წლის ქალიშვილთან და 35 წლით უმცროს რჩეულთან ერთად გამოჩნდა, რომელიც უკმაყოფილოა, რომ მსახიობი სათანადო ყურადღებას არ აქცევს

2025-11-10 15:03:51+04:00

81 წლის მსახიობი 2 წლის ქალიშვილთან და 46 წლის რჩეულთან ერთად გამოჩნდა. ეს ჯია პირველი საჯარო გამოჩენაა.ლეგენდარულმა მსახიობმა პატარა ნიუ-იორკში ავსტრალიური ბავშვთა ჯგუფის, The Wiggles-ის კონცერტზე წაიყვანა და შემდეგ კულისებშიც შეიყვანა.

515041459-1105431478323950-7093614873215060885-n-1762772202.jpgaa1hk4p3-1762772203.jpgaa1hk4q5-1762772203.jpg

ჯია რობერტის მეშვიდე შვილია. მის დაბადებამდე, რობერტს წინა ურთიერთობებიდან ექვსი შვილი ჰყავდა. პირველ მეუღლესთან, დიანა აბოტთან, 57 წლის დრენა და 48 წლის რაფაელი. შემდეგ ყოფილ შეყვარებულთან, ტუკი სმიტთან, ტყუპი - ჯულიანი დაეირინი (29 წლის). მეორე მეუღლესთან, გრეის ჰაიტაუერთან, მას ასევე ჰყავს 26 წლის ელიოტი და 13 წლის ჰელენ გრეისი.

რობერტი და ტიფანი ერთმანეთს 2015 წელს ფილმის "სტაჟიორი" გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, როდესაც ის ტაი ჩის ინსტრუქტორად მუშაობდა. მათ რომანი 2021 წელს დაადასტურეს და ორი წლის შემდეგ ჯია შეეძინათ.

735810-1762772202.jpg

მსახიობი ხშირად აღნიშნავს, რომმ პატარა ქალიშვილის დაბადებამ ხელახლა შთაბერა სული და ძალიან ბედნიერია. ამ ასაკშიც კი, ის საკმაოდ მოთხოვნადია, მუდმივად აქვს ახალი პროექტები და შეთავაზებები, ასევე ძალიან წარმატებულია მისი სამშენებლო და სარესტორნო ბიზნესი. პოლიტიკურადაც აქტიურია. თუმცა მისი ამ დაძაბული გრაფიკით მისი ახალგაზრდა რჩეული დიდად უკმაყოფილოა. ის ამბობს, რომ რობერტი მისთვის საკმარისად ვერ იცლის და ერთად დიდ დროს ვერ ატარებენ.

მიყვარდა როგორც ვაჟი, ახლა მიყვარს როგორც ქალიშვილი... - რობერტ დე ნირომ საჯაროდ დაუჭირა მხარი ტრანსგენდერ შვილს
მე ვერ ვნახავ, ის როგორ გაიზრდება... - 80 წლის რობერტ დე ნირო 9 თვის ქალიშვილზე საუბრისას ატირდა