ცვლილებები მთავრობის ინიციატივით, "თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ხორციელდება.
“თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, თუ წვევამდელი გამოძახების შემთხვევაში, გამწვევ კომისიაში არ გამოცხადდება ან სამედიცინო შემოწმების გასავლელად არ გამოცხადდება მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში, გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სასამართლოს გადასცემს.
უწყების შეფასებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებები და ამ მიმართულებით ადმინისტრაციული ჯარიმის ამოქმედება, წვევამდელის მიერ მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდგომ, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების პრევენციას უზრუნველყოფს.