მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი, ჯეფ ბეზოსი და მისი მეუღლე ლორენ სანჩესი, მარაია კერი, პერის ჰილტონი, ოპრა უინფრი, ბილ გეიტსი, პრინცი ჩარლზი და მეგან მარკლი, სნუპ დოგი, ვინ დიზელი, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები, ადელი, მირანდა კერი, მართა სტიუარტი, დრეიკი, რიანა, ზენდაია, ნაომი უოტსი, სარა პოლსონი და კიდევ არაერთი ცნობილი და გავლენიანი ადამიანი დაესწრო კრის ჯენერის 70 წლის იუბილეს, გრანდიოზულ ზეიმს, რომელსაც უკვე უწოდეს „წლის წვეულება“.
ბრუნო მარსი სცენაზე მღეროდა, ხოლო იუბილარი (რომელმაც ცოტა ხნის წინ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა) სტუმრების წინაშე ალისფერი კაბით და დეკოლტეთი გამოჩნდა.


ბუნებრივია, ბიზნესვუმენის ცნობილი ქალიშვილებიც ესწრებოდნენ - კიმ, ქლოე, კორტნი კარდაშიანები, კენდალ და კაილი ჯენერები.





წვეულება დიდი წარმატებით დასრულდა: ჯასტინ ბიბერი და სნუპ დოგი ცეკვავდნენ და მღეროდნენ, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა პოკერი ითამაშა Meta-ს აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგთან, კიმ კარდაშიანმა ჰოლი ბერის როლი შეასრულა ჯეიმს ბონდის ფილმიდან „მოკვდი სხვა დღეს“ და ბოლოს სტუმრებს სამსართულიანი დაბადების დღის ტორტით გაუმასპინძლდნენ, რომელზეც ნომერი 0070 იყო (მინიშნება აგენტ 007-ზე).




















კრის ჯენერი ბიზნესვუმენი, პროდიუსერი და მედიაპერსონაა, სერიალ „კარდაშიანების“ წევრი და ექვსი შვილის დედა: კიმი, კორტნი, ქლოე და რობერტ კარდაშიანები, ასევე კაილი და კენდალ ჯენერები. იგი დაქორწინებული იყო იურისტ რობერტ კარდაშიანზე, რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავდა. ისინი 13-წლიანი ქორწინების შემდეგ 1991 წელს განქორწინდნენ. იმავე წელს ის ოლიმპიურ ოქროს მედალოსან ბრიუს ჯენერზე დაქორწინდა. წყვილს ორი უმცროსი ქალიშვილი, კენდალი და კაილი, შეეძინათ. 2015 წელს წყვილი განქორწინდა, ბრიუსმა სქესი შეიცვალა და კეიტლინ ჯენერი გახდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში კრისი 45 წლის კორი გემბლს ხვდებოდა.