შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო ლიტერატურის შედევრია. "ვეფხისტყაოსანი" არაერთ ენაზეა ნათარგმნი და იმ სიბრძნით, რასაც პოემაში ვკითხულობთ, თაობები იზრდება.
დღეს გთავაზობთ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ, შეამოწმოთ საკუთარი თავი, რამდენად კარგად გახსოვთ "ვეფხისტყაოსნიდან" აფორიზმები
1. რომელი სიტყვაა გამოტოვებული?
"ბედითი ბნედა, სიკვდილი, რა … გგონია?
სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!"
2. დაასრულეთ აფორიზმი:
"ვინ მოყვარესა არ ეძებს, ..."
3. დაასრულე აფორიზმი:
"წესი არის მამაცთაგან მოჭირვება, ჭირთა თმენა,
..."
4. ჩასვით გამოტოვებული სიტყვა:
"მაგრა თუ ... არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!"
5. ჩასვით გამოტოვებული სიტყვები:
"არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ...
დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი;"
6. ჩასვით გამოტოვებული სიტყვა:
"ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე … გამოცხადდეს."
7. დაასრულე აფორიზმი:
"მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი …"
8. დაასრულეთ აფორიზმი:
"ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ ..."
9. დაასრულეთ აფორიზმი:
"რაცა ღმერთსა არა სწადდეს, ..."
10. ჩასვით გამოტოვებული სიტყვები:
"თუ …, ღარიბად არ იხსენები."