ცნობილი შვილების დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია ინტერნეტგადაცემას სტუმრობდა - 'შენი ამბავიი თაიასთან', სადაც მოყვა ყველაფერი, რაც გადაიტანა ცხოვრების გზაზე. როგორ დააქვრივა ომმა 21 წლის გოგო და დარჩა მარტო ორი მცირეწლოვანი შვილით, როგორ დაკარგა ერთადერთი ძმა, რომელიც სულ მის მოგონებებშია. როგორ გაიარა 6 თვის ჩვილით ჭუბერის გზა, როგორ გადარჩა ტრაგედიების მერე მშობლების გვერდზე დგომის წყალობით... ასევე ისაუბრა მეუღლეზე, რომელიც შეხვდა ცხოვრების გზაზე და ხელახლა აპოვნინა ბედნიერება, ემიგრაციაზე და წარმატებულ შვილებზე.
“ყველაფერი გამოვიდა, 30 წელია, ვცხოვეობთ და მოვდივართ,4 ფანტასტიურ შვილთან ერთად... გერმანიაში ილია დაიბადა და სულ საქართველოს სიყვარულში ვზრდიდით შვილებს… ილიამ რომ პირველი ქამარი აიღო , პირველი რაც გავიფიქრე ჩემთვის, იყო - რა გზაც გავიარე ცხოვრებაში, ეს ამად ღირდა... არასოდეს არ წავსულვარ ემიგრაციაში, არც პირველად და არც ახლა რომ უკან არ დავბრუნდები...''.
იხილეთ გადაცემა სრულად.