"ჯვარი სამებაში დავიწერეთ, ომარი ქრისტიანია... უკვე დუ­ბა­ი­ში ვმუ­შა­ობ, ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რად" - თიკო ყაველაშვილი თავის ქართულ-ინდურ ზღაპარზე - მშობლები

"ჯვარი სამებაში დავიწერეთ, ომარი ქრისტიანია... უკვე დუ­ბა­ი­ში ვმუ­შა­ობ, ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რად" - თიკო ყაველაშვილი თავის ქართულ-ინდურ ზღაპარზე

2025-11-11 20:22:32+04:00

ცნობილი ქართველი ფიტნესინსტრუქტორი და ინფლუენსერი,თიკო ყაველაშვილი,ინდოელ ომარ ამანზე დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი ჯერ ინდოეთში, ტრადიციული წესებით გადაიხადა, შემდეგ კი საქართველოში გრანდიოზული, ქართული ქორწილი მოაწყო. თუმცა, ქორწილის ფოტოების გავრცელებას სასწაული გამოხმაურება მოჰყვა - მიზეზი პატარძლის თამამი, დეკოლტირებული საქორწინო კაბა გახდა, რის გამოც თიკოს სოციალურ ქსელში ათასობით კომენტარი დახვდა.

თიკო ყაველაშვილი ჩვენთან საუბრობს სიყვარულის ისტორიაზე, კულტურათა შერწყმაზე და პასუხობს ყველა კრიტიკულ კომენტარს, რომელიც მისმა საქორწინო ჩაცმულობამ გამოიწვია.

ერთი ნახვით შეყვარება და ზღაპრული დასაწყისი

თიკოსა და ომარის სიყვარულის ისტორია სწრაფად და მოულოდნელად განვითარდა.

"მე და ომარი ერთმანეთს ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, პირველ იანვარს, ჩვენი საერთო მეგობრის ოჯახში შევხვდით. ომარი დუბაიში ცხოვრობდა და სტუმრად ჩამოვიდა საახალწლოდ... მეგობარი სულ მეუბნებოდა, უნდა გაგაცნო და დუბაიში გაგათხოვოო. ამაზე მაშინ მეცინებოდა და ვერ აღვიქვამდი სერიოზულად, რადგან არ ვგეგმავდი არავისთან ურთიერთობას უახლოესი 2 წელი მაინც. თუმცა, შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა.

"გზაში თითქოს გული საგულედან მივარდებოდა, უცნაური შეგრძნობა მქონდა. შეხვედრისას ხელი გამომიწოდა: „გამარჯობა, მე ომარი მქვია“. ხელის შეხება და მის თვალებში ჩახედვა საკმარისი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ერთი ნახვით ადამიანის შეყვარებას შევძლებდი, მაგრამ ომარიმ ეს მოახერხა, მისი კეთილი თვალებით, სუფთა გულით, თბილი ღიმილით და მოწიწებით. 2 საათში ჩემი გეგმები სრულიად შეიცვალა. ჩემთვის იმღერა, პირველი ცეკვაც კი იმავე ღამეს გვქონდა. ეს დღე იყო ჩვენი ზღაპრული ურთიერთობის დასაწყისი, ქართველი გოგონა და ინდოელი ბიჭი დუბაიდან საქართველოში შეხვდნენ ერთმანეთს. ომარი საქართველოში მხოლოდ 10 დღით იყო ჩამოსული, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა. შობის სასწაული ღამე ერთად გაატარეს, რის შემდეგაც უკვე ოფიციალურად შეყვარებულები იყვნენ.

"შვებულება ამოეწურა და დუბაიში დაბრუნების დღე დადგა. თითქოს გულის ნაწილს ვუშვებდით სამყაროს სხვა მხარეს, თუმცა ვთვლიდით, რომ ეს ჩვენი სიყვარულის გამოცდა იყო. ომარი მაგ დღესვე არჩევდა ნიშნობის ბეჭედს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მის ოცნების ქალს შეხვდა."

ინდური და ქართული ქორწილი: კულტურათა შერწყმა

ხელის თხოვნა 28 მარტს, ომარის დაბადების დღეზე, საქართველოში შედგა. ნიშნობის შემდეგ წყვილი ინდოეთში გაემგზავრა.

"ნიშნობის შემდეგ წავედით ინდოეთში, სადაც გავიცანი ომარის უსაყვარლესი მამა და მისი ოჯახი. პირველივე შეხვედრაზე მეგობრული, ჯანსაღი და იუმორით სავსე ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა... მეორე დღეს წავედით საოცარ ტაჯ-მაჰალში, გზაში ომარს მამა დაურეკა და უთხრა: „აღარ დავაგვიანოთ, ხვალვე გაგიკეთებთ ქორწილს, ეგ გოგო ის არის, ვინც უნდა იყოსო." პირველი ინდური ქორწილი 25 აპრილს შედგა, ტრადიციული წესების დაცვით.

განაგრძეთ კითხვა

ცნობილი ქართველი ფიტნესინსტრუქტორის ინდური და ქართული ქორწილი - თიკო ყაველაშვილი გულშემატკივრებს ქორწილის ფოტოებს უზიარებს