11 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 „ჰერკულესი“.
ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. გუშინვე კატასტროფის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილესთან რონი მესხთან ერთად. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები.
თურქული მედია უკვე ავრცელებს ინფორმაციას, დაღუპული სამხედროების შესახებ. ვრცელდება ფოტოც, სადაც გარდაცვლილთა ნაწილია გამოსახული.
როფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინტერნეტრესურსის Flightradar24-ის საშუალებით დადგინდა, რომ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130E Hercule-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, სარეგისტრაციო ნომრით 68-01609,11 ნოემბრის დილას აფრინდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან კაისერი და საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრინდა აზერბაიჯანის სამხედრო აეროდრომზე განჯაში, სადაც დაყო დაახლოებით ორი საათი და დღის 14:19 სთ განჯიდან აფრინდა (რეისის ნომერი TUAF543), რომ ისევ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრენილიყო დისლოკაციის ადგილზე კაისერში...