2 წლის ბავშვი სიცხეში მანქანაში დატოვა ჩაკეტილი, თავად კი ლუდს სვამდა და თამაშობდა - გოგონა დაიღუპა. მამისთვის განაჩენი უნდა გამოეტანათ, მაგრამ... - მშობლები

2 წლის ბავშვი სიცხეში მანქანაში დატოვა ჩაკეტილი, თავად კი ლუდს სვამდა და თამაშობდა - გოგონა დაიღუპა. მამისთვის განაჩენი უნდა გამოეტანათ, მაგრამ...

2025-11-12 11:11:47+04:00

მშობლებს ხშირად აფრთხილებენ, რომ არ შეიძლება ჩაკეტილ მანქანაში ბავშვის დიდხანს დატოვება, მით უმეტეს, სიცხეში, თუმცა კვლავ ხდება ტრაგედიები...

ეს შემთხვევა 2024 წლის ივლისში მოხდა, როდესაც 38 წლის კრისტოფერ შოლტესმა უმცროსი ქალიშვილი მანქანაში 42 გრადუს სიცხეში სამი საათის განმავლობაში ცაკეტილი დატოვა. ამ დროის განმავლობაში ის ვიდეოთამაშებს თამაშობდა, ლუდს სვამდა და პორნოგრაფიას უყურებდა... გოგონა გადახურებისგან გარდაიცვალა.

პროკურატურის გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა ქალიშვილი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში უყურადღებოდ დატოვა. თავდაპირველად, ის ამტკიცებდა, რომ ძრავა და კონდიციონერი მუშაობდა და ნახევარი საათით იყო წასული. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მანქანა გამორთული იყო და შოლტესი უბრალოდ თამაშს „მიეჯაჭვა“. როდესაც მისი მეუღლე, ანესთეზიოლოგი ერიკა სახლში დაბრუნდა, ქალიშვილი უგონო მდგომარეობაში დახვდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სასამართლო დოკუმენტებში ტრაგედიის შემდეგ წყვილის მიმოწერის დეტალები გამოვლინდა. ერიკა ქმარს საყვედურობდა, რომ არაერთხელ სთხოვდა, ბავშვები მანქანაში არ დაეტოვებინა. კრისტოფერმა, თავის მხრივ, აღიარა დანაშაული და დაწერა, რომ მან „მათი შვილი მოკლა“. გარდაცვლილი ბავშვის გარდა, წყვილს კიდევ ორი ​​ქალიშვილი ჰყავს, რომლებმაც პოლიციას განუცხადეს, რომ მამა მათაც არაერთხელ ტოვებდა მანქანაში მარტო, სანამ თავის საქმეს აკეთებდა.

ტრაგედიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.სოციალურ მედიაში რისხვა მძვინვარებდა: ხალხი გმობდა შოლტესს, თანაუგრძნობდა ერიკას და კამათობს იმაზე, თუ ვინ არის სინამდვილეში დამნაშავე. ზოგი სისტემას ადანაშაულებდა, ზოგი ტექნოლოგიას, ზოგი კი მწარე კითხვას სვამდა: როგორ შეიძლება რეალობასთან შეხება ისე დაკარგო, რომ შენი შვილი დაგავიწყდეს?

შოლტესისთვის განაჩენი 5 ნოემბერს უნდა გამოეტანათ. თუმცა, როგორც ჩანს, მან ვერ გაუძლო ამ ტვირთს, ასევე წნეხს საზოგადოებისგან და განაჩენის გამოტანის დღეს თავი მოიკლა.

სასამართლო პროცესამდე ის გირაოთი გაათავისუფლეს და ორ ქალიშვილთან ერთად ჰავაიზე გამგზავრება მოასწრო. მას 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა...