Mattel-მა შექმნა Hot Wheels-ის  აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს გლობალურ შესაძლებლობებს უხსნის - მშობლები

Mattel-მა შექმნა Hot Wheels-ის  აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს გლობალურ შესაძლებლობებს უხსნის

2025-11-12 14:17:34+04:00

Hot Wheels-ის მოყვარულებს Mattel-მა კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა - გლობალურად ხელმისაწვდომი გახდა აპლიკაცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამარტივებს სასურველი სათამაშოსა თუ სერიის მოძიებას. ასევე, ფილტრის დახმარებით მარტივად იპოვით თქვენთვის სასურველი ვიზუალის სათამაშოს გამოშვების წლისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. აპლიკაციაში მუდმივად აღმოაჩენთ განახლებულ კოლექციებს, რომელიც გლობალურად არის ხელმისაწვდომი და თვალს მიადევნებთ ბრენდის შემოთავაზებებსაც.

ამასთან, შეგიძლიათ შექმნათ სურვილების სია, რომელიც მანქანების კოლექციის შექმნას გაგიმარტივებთ. Hot Wheels-ის ახალი მოდელები, რომელსაც აპლიკაცია შემოგთავაზებთ, ხელმისაწვდომი გახდება ოფიციალური პარტნიორების მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, „პეპელას“ ქსელში.

„პეპელა“ Mattel-ისა და Hot Wheels-ის ოფიციალური პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიებში მისი ყველაზე ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, რაც მთავარია, ავთენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატით.

Hot Wheels სერიული მანქანების ასლებია, რომლებსაც Mattel-ი გასული საუკუნის შუა ხანებიდან აწარმოებს. მანქანები პოპულარულია როგორც ბავშვებში, ასევე უფროსებშიც, რომელთათვისაც მას საკოლექციო დატვირთვა აქვს.

აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოწეროთ როგორც Apple Store-დან, ასევე Goole Play Store-დან და აღმოაჩინოთ სიახლეები Hot Wheels-ისგან. „პეპელაში“ წარმოდგენილი კოლექციის სანახავად კი მიჰყევით ბმულს.

R