მომავალი წლიდან ხელფასები იზრდება - განცხადება 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გაკეთდა - მშობლები

მომავალი წლიდან ხელფასები იზრდება - განცხადება 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გაკეთდა

2025-11-12 18:42:49+04:00

2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა.

როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების დასაფინანსებლად 2026 წელს გამოყოფილია 3,5 მლრდ ლარზე მეტი, თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 445,0 მლნ ლარი.

პენსია იზრდება - ვინ რამდენს მიიღებს 2026 წლიდან