საშობაო პუნშის რეცეპტი ციტრუსითა და დარიჩინით - დღესასწაულის ნამდვილი აღმოჩენა გახდება - მშობლები

საშობაო პუნშის რეცეპტი ციტრუსითა და დარიჩინით - დღესასწაულის ნამდვილი აღმოჩენა გახდება

2025-11-12 19:31:45+04:00

შობის პუნში სადღესასწაულო, მრავალრიცხოვანი სტუმრებისთვის განკუთვნილი გამაგრილებელი სასმელია, რომელიც სხვადასხვა ხილის წვენების, სანელებლებისა და გაზიანი ინგრედიენტების შერწყმით მზადდება. იგი იდეალურია საშობაო წვეულებებზე, სადილზე ან ნებისმიერი ზამთრის დღესასწაულისთვის. მოცემული რეცეპტი სრულიად უალკოჰოლოა, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ალკოჰოლური ვერსიის მომზადება — მაგალითად, ცოტაოდენი არაყის ან რომის დამატებით.

რატომ შეგიყვარდებათ ეს რეცეპტი

  • მზადდება სულ რაღაც 5 წუთში — სწრაფი და მარტივია.

  • ლამაზად გამოიყურება დიდ შუშის თასში, როგორც სუფრის დეკორაცია.

  • სურვილის შემთხვევაში მარტივად შეგიძლიათ დაუმატოთ სასურველი ალკოჰოლი.

  • შესაფერისია ოჯახური შობის საღამოებისთვის — მოეწონებათ ბავშვებსაც!

screenshot-2025-11-12-193050-1762966540.png

ინგრედიენტები (ალკოჰოლის გარეშე)

  • მოცხარის ან შინდის წვენი – გამოიყენეთ კამპოტები. უშაქრო ზედმეტად მჟავეა, სამაგოეროდ, რეცეპტში შაქრის დამატება აღარ მოგიწევთ.

  • გაზიანი სასმელი, უმჯობესია, ჯინჯერის არომატით

  • ფორთოხლის წვენი – სასურველია 100%-იანი წვენი რბილობის გარეშე.

  • ლაიმის ცედრა – არომატსაც აძლევს და ფერსაც.

  • დარიჩინის ჩხირები – აძლევს სითბოსა და ღრმა არომატს.

  • ანისის ვარსკვლავი – ვიზუალურადაც სადღესასწაულოა.

  • ახალი პიტნა ან როზმარინი – მწვანე აქცენტი სასმელში.

screenshot-2025-11-12-193012-1762966582.png

ვარიანტები ჩასანაცვლებლად:

  • ბროწეულის ან ვაშლის წვენი – შესანიშნავი ტკბილი ალტერნატივაა.

  • ფორთოხლის ცედრა – ლაიმის ნაცვლად უფრო ნაზი გემოსთვის.
  • ალკოჰოლური ვერსია – დაამატეთ ცოტაოდენი არაყი, ჯინი ან რომი.

screenshot-2025-11-12-193023-1762966629.png

დაგჭირდებათ:

  • 2 ლ ტკბილი წითელი მოცხარის, ვაშლის ან შინდის წვენი

  • 2 ლიტრი გაზიანი ტკბილი სასმელი ციტრუსის გემოთი

  • 0.5 ლ ფორთოხლის წვენი

  • 4 ს.კ. ლაიმის ცედრა

  • 6 ჩხირი დარიჩინი

  • 6 ვარსკვლავი ანისი

  • რამდენიმე ფოთოლი პიტნა

მომზადება: დიდ მინის თასში შეურიეთ ყველა წვენი, ცედრა და სანელებლები . დაუმატეთ ყინული და მორთეთ კენკრით, დარიჩინითა და პიტნით. სუფრაზე მიიტანეს მინის ლამაზი ჭიქებით.