„5 წელი ვიწვალე, მქონდა გარე ორსულობა, შეწყვეტილი ორსულობა... ღმერთს ვეკითხებოდი - რა გახდა ერთი ბავშვი ჩემთვის?“ - თეონა ცირამუა 46 წლის ასაკში შეძენილ ტყუპზე - მშობლები

„5 წელი ვიწვალე, მქონდა გარე ორსულობა, შეწყვეტილი ორსულობა... ღმერთს ვეკითხებოდი - რა გახდა ერთი ბავშვი ჩემთვის?“ - თეონა ცირამუა 46 წლის ასაკში შეძენილ ტყუპზე

2025-11-12 22:21:01+04:00

მუსიკოსი თეონა ცირამუა 46 წლის ასაკში გახდა ტყუპის დედა. გადაცემა "პრაიმ შოუში" სტუმრობისას ამის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა:

„საკმაოდ დავაგვიანე გათხოვება და 5 წელი ვიწვალე, მქონდა გარე ორსულობა, შეწყვეტილი ორსულობა... ოპერაციებით ვამთავრებდი, მერე უცებ არ შეიძლებოდა დაორსულება და გავიდა ამასობაში 5 წელი... ღმერთს ვეკითხებოდი - რა გახდა ერთი ბავშვი ჩემთვის?... რა თქმა უნდა, თავიდან, რომ მითხრეს, შემეშინდა. ჯერ ერთთან რთულია შეთავსება ამდენი საქმის და დედობის, მით უმეტეს, ორთან... ბევრი პასუხისმგებლობაა...“

გადავწყვიტეთ, 6 თვემდე ორივე ვიყოთ შინ, ბავშვებთან, ერთად ვზრდით... მათი დაბადების შემდეგ ცხოვრების აზრი შეიცვალა და გაჩნდა უდიდესი პასუხისმგებლობა... - თეონა ცირამუა დედობაზე