დუბაის მმართველი შეიხის ქალიშვილის "დამუშავებულ" ფოტოებს კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა - "ყველამ ვიცით, რომ რეალურ ცხოვრებაში ასე არ გამოიყურები" - მშობლები

დუბაის მმართველი შეიხის ქალიშვილის "დამუშავებულ" ფოტოებს კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა - "ყველამ ვიცით, რომ რეალურ ცხოვრებაში ასე არ გამოიყურები"

2025-11-13 12:00:38+04:00

ინტერნეტში დუბაის მმართველის, შეიხ მოჰამედის 31 წლის ქალიშვილის, შეიხა მაჰრას ახალი ფოტოები ვრცელდება. თუმცა, ფოტოებმა საზოგადოების დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ბევრი მიიჩნევს, რომ პრინცესა ფოტოშოპს ჭარბად იყენებს და კადრებში რეალურად საკუთარ თავს საერთოდ არ ჰგავს.

მაჰრამ ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ის თავის საქმროსთან, რეპერ French Montana-სთან ერთად პოზირებს. კომენტარებში კი გოგონას აკრიტიკებენ და წერენ, რომ ამდენი ფოტოშოპითა და სპეციალური დამუშავებით ის, ფაქტობრივად, ამოუცნობია. "რატომ ამდენი ფოტოშოპი?", "რამდენი ფილტრია ამ ფოტოებზე?", "ყველამ ვიცით, რომ რეალურ ცხოვრებაში ასე არ გამოიყურები" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

mahra-2-1763021101.jpg

mahra-3-1763021119.jpg

mahra-4-1763021138.jpg

mahra-9-1763021266.jpgmahra-8-1763021241.jpg2025-08-28t08-41-47-1763022992.648Z-Sheikha Mahra.jpg

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დუბაის პრინცესა ფოტოების ზედმეტად დამუშავებაში გამოიჭირეს. როგორც ჩანს, მას ეს ფაქტი არ ადარდებს. მაჰრა კრიტიკას არ პასუხობს და დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნებას კვლავ აგრძელებს.

სინამდვილეში კი შეიხა მაჰრა ასე გამოიყურება:

original-1763022992.webp

mahra-5-1763021158.jpg

e7868d5b7bbd52369876097a5367a6ac-1763023033.jpeg

შეგახსენებთ, რომ მაჰრა და French Montana ივნისში დაინიშნენ. 41 წლის რეპერმა საყვარელ ქალს 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების ბეჭედი აჩუქა, რომელსაც 11.53-კარატიანი ზურმუხტისფერი ბრილიანტიც აქვს. ძვირად ღირებული ბეჭედი ჯორჯინა როდრიგესის, ლორენ სანჩესისა და ტეილორ სვიფტის ნიშნობის ბეჭედებს შეადარეს.

mahra-10-1763021203.jpg

ამ ურთიერთობამდე პრინცესა თავის შორეულ ნათესავზე, შეიხ მანნა ალ მაკტუმზე იყო დაქორწინებული.

snapinsta-1763022992.app_361103604_166836593074343_7294047645455749273_n_1080.jpg

untitled-design-2024-07-18t103510912-gvxc-1763022993.1248.webp

წყვილს ჰყავს ქალიშვილი, რომელსაც დედის სახელი ჰქვია. მისი დაბადებიდან მალევე, მაჰრამ სოციალურ ქსელში განქორწინების შესახებ განაცხადა და ქმარი ღალატში დაადანაშაულა. განშორების შემდეგ, მან საკუთარი სუნამოების ბრენდი, Mahra M1, გამოუშვა. ერთ-ერთ სუნამოს "განქორწინება" დაარქვა.

mahra-7-1763021219.jpg

რაც შეეხება French Montana-ს, მას რამდენიმე წლის წინ ქლოე კარდაშიანთან ხანმოკლე რომანი ჰქონდა.

შეიხა მაჰრას ოჯახში ხმაურიანი სკანდალები ადრეც მომხდარა: შეიხ მოჰამედის ერთ-ერთი ყოფილი ცოლი - პრინცესა ჰაია - სკანდალურად განქორწინდა მასზე და საზღვარგარეთ გაიქცა. შეიხ მოჰამედის ორი ქალიშვილი - შეიხა ლათიფა და შეიხა შამსა - ასევე ცდილობდნენ საზღვარგარეთ გაქცევას: ხანგრძლივად ემზადებოდნენ მესამე პირების დახმარებით, მაგრამ გეგმა ჩაიშალა და მამამ ისინი დააბრუნა დუბაიში. მას შემდეგ გოგონების ბედის შესახებ არაფერი ცნობილია და ბევრი ვარაუდობს, რომ ისინი უკვე გარდაცვლილები არიან.