პრინც ჰარისა და მეგან მარკლს უკვე აშკარად დასცინიან: "წვეულებაზე დაუპატიჟებლად მივიდნენ, სულ ბოლო მაგიდასთან დასვეს და  მალე ყველა სტუმარმა მათთან გადაღებული ფოტოები წაშალა" - მშობლები

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს უკვე აშკარად დასცინიან: "წვეულებაზე დაუპატიჟებლად მივიდნენ, სულ ბოლო მაგიდასთან დასვეს და  მალე ყველა სტუმარმა მათთან გადაღებული ფოტოები წაშალა"

2025-11-13 15:34:16+04:00

რამდენიმე დღის წინ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად, კრის ჯენერის 70 წლისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ იუბილეს დაესწრნენ. წყვილი ყველა მსოფლიო ტაბლოიდის ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა მომდევნო დღეს იუბილარსა და სხვა სტუმრებს სოციალურ ქსელებიდან ყველა ფოტო წაშლილი ჰქონდათ, რომლებშიც მეგანი და ჰარი ხვდებოდნენ.

რატომ გაქრა ფოტომასალა?

სურათები კრის ჯენერის და კიმ კარდაშიანის ექაუნთებიდან გაქრა, მიუხედავად იმისა, რომ წყვილი წვეულებაზე გახსნილად პოზირებდა და არავის ემალებოდა. ვარაუდობენ, რომ ფოტოები ჯენერმა არა საკუთარი ინიციატივით, არამედ სასექსის ჰერცოგების თხოვნით წაშალა. ეს მოვლენა სოციალური ქსელი ცხარე განხილვის საგანი გახდა.

screenshot-2025-11-13-154628-1763034483.png

შესაძლო მიზეზი №1 — ორსულობის შესახებ ჭორები

ზოგიერთი მომხმარებლის აზრით, 44 წლის მეგანს შეიძლება არ მოეწონა ის, რომ Balenciaga-ს კაბაში გამოჩენის შემდეგ მის ორსულობაში დაეჭვდნენ. ეს ვერსია განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში.

შესაძლო მიზეზი №2 — წყვილი გაკიცხეს, რადგან წვეულებაზე ბრიტანეთისთვის მძიმე დღეებში წავიდნენ

სხვა მოსაზრებით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს არ მოეწონათ, რომ მეგანი და ჰარი წვეულებაზე იმ დღეებში წავიდნენ, როდესაც ქვეყანაში დაღუპულთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ჰარიმ პიჯაკზე თითქმის სოლიდარობის ნიშნად წითელი ყაყაჩოც მიიმაგრა, მაგრამ ამან ნეგატიური რეაქციისგან ვერ დაიცვა.

ამბობენ, რომ სწორედ ამ საზოგადოების უკმაყოფილების გამო სთხოვა ჰარიმ ჯენერს ფოტოები წაეშალა — რათა სკანდალი არ გაღრმავებულიყო.

screenshot-2025-11-13-154648-1763034502.png

ოჯახური დაძაბულობა

ჰარის ოჯახის წევრებთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე და მამის, მეფე ჩარლზ III-თან შესაძლო შერიგების მცდელობების გათვალისწინებით, მისი თხოვნა ფოტოებების წაშლაზე ბევრს ლოგიკურად ეჩვენა. თუმცა ბრიტანელების ნაწილმა ეს ნაბიჯიც კი არ მიიღო. საპირისპიროდ — სოციალურ ქსელებში ზოგიერთი უკვე აკრძალვებისა და ტიტულის ჩამორთმევის მოთხოვნებსაც ავრცელებს.

ფოტოების წაშლამ სიტუაცია არც ონლაინ-სივრცეში “გაანეიტრალა“ — პირიქით, როგორც ამბობენ, მეგანსა და ჰარის დასცინიან და მათ „ზედმეტ ამპარტავნებაში“ ადანაშაულებენ.

screenshot-2025-11-13-154727-1763034528.png

წვეულებაზე ვისი მიწვევით აღმოჩნდნენ?

სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ იმასაც, რომ მეგანმა და ჰარიმ კრის ჯენერის იუბილეზე ბოლო წუთზე გადაწყვიტეს მისვლა, ხოლო ჯენერს მათთვის მოწვევა თავდაპირველად არც გაუგზავნია. მტკიცებით, ჰერცოგები ცდილობენ კალიფორნიის მაღალი წრის საზოგადოებაში ინტეგრაციას და არ სურდათ ისეთი მასშტაბური ღონისძიება გამოეტოვებინათ — მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში იმ დღეებში მეტად სენსიტიური ღონისძიებები ტარდებოდა.

სხვათა შორის, პრესა წერს, რომ წვეულებაზე მათთან თითქმის არავინ ურთიერთობდა, ხოლო თავად წყვილს ადგილი შორეულ მაგიდაზე მიუჩინეს.

screenshot-2025-11-13-154742-1763034551.png