ექიმი-სექსოლოგი, პროფესორი, ზურაბ მარშანია გადაცემაში "მამების დრო" საქართველოში სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ე.წ. ტაბუდადებულ თემებზე საუბრობს, აღნიშნავს, რამდენად შეუძლია, სტრესს ადამიანების სექსუალურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა და მისი დაკვირვებით, რომელ ასაკში იღებენ გოგონები და ბიჭები ყველაზე ხშირად პირველ სექსუალურ გამოცდილებას:
- რა თქმა უნდა, ტაბუდადებული თემები არსებობს. ამის ბევრი მიზეზია. ,,ვინმე არ გაგვიბრაზდეს“... - ეს ერთ-ერთი მიზეზია. აქ აღსაშფოთებელი არაფერია. ადამიანის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ. როგორც სულის ჯანმრთელობა არსებობს - თავის ფსიქიკური აშლილობებისაგან დაცვა, როგორც სხეულის ჯანმრთელობა არსებობს, მაგალითად, გულის, ღვიძლის, შინაგანი ორგანოების მოწესრიგება, ასევეა სქესობრივი ჯანმრთელობაც. ეს გაეროს ფუძემდებლურ დოკუმენტებშიცაა ასახული. ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომ თავისი სქესობრივი ჯანმრთელობა დაიცვას. ჩემთვის გაუგებარია, ამაში ტაბუდასადები და აღსაშფოთებელი რა არის.
- სტრესი ძალიან ხშირად ფსიქიკური აშლილობის მიზეზია. შესაბამისად, ფსიქიკურ აშლილობას უნარი აქვს, სექსუალური დისფუნქცია გამოიწვიოს, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში. ამას სტრესის მიერ გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა განაპირობებს.
ევროპის ქვეყნებში მონაცემები ძალიან განსხვავებულია. არის ქვეყნები, სადაც ადრე, თინეიჯერულ ასაკში იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას. სექსუალური გამოცდილების მიღება მხოლოდ თინეიჯერულ ასაკში ხდება. ეს ნორმალურია. მამაკაცებში 20-21-22 წელს მიღებული სექსუალური გამოცდილება ეს ცოტა დაგვიანებულია და სხვათა შორის, პრობლემებს იწვევს. ეს ფსიქო-სექსუალური განვითარების შეყოვნების მაჩვენებელია.
საქართველოში სქესობრივი ცხოვრების დაწყების საშუალო ასაკზე შემიძლია, ჩემი კლინიკური მასალიდან ვთქვა. ეს ეპიდემიოლოგიური კვლევა არ არის ისეთი, როგორიც ევროპაში ტარდება. საქართველოში ეპიდემიოლოგიური კვლევა არ გვაქვს. მხოლოდ ჩემი კლინიკური მასალა, რომელიც ათასებია და ანგარიშგასაწევია. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, საშუალო ასაკი მამაკაცის მიერ სექსუალური გამოცდილების შეძენისა, პირველი სქესობრივი აქტის ჩატარებისა, საქართველოში, დაახლოებით, 16-დან 18 წლამდეა. აბსოლუტური უმრავლესობა ბიჭებისა ამ ასაკში იღებს გამოცდილებას.
რაც შეეხება ქალებს, აქ სულ სხვა სიტუაციაა იმიტომ, რომ საქართველოში ე.წ. ქალწულობის ინსტიტუტის ტრადიციაა. შესაბამისად, ეს ქალს, გარკვეულწილად აფერხებს, რომ სქესობრივი ცხოვრება ადრე დაიწყოს. განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისა, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს. ქალები პირველ სექსუალურ გამოცდილებას, საშუალოდ, 21-დან 24 წლამდე იღებენ. თუმცა, ტენდენციასაც ვაკვირდები. ბიჭებში მონაცემი არ იცვლება, ქალებში ასაკი ახალგაზრდავდება. ეს იმ გოგონების რიცხვის ზრდასთანაა დაკავშირებული, რომლებიც ქორწინებას არ ელოდებიან და სქესობრივ ცხოვრებას ქორწინებამდე იწყებენ. ესეც ტენდენციაა. მაგრამ, რეგიონების მიხედვით ძალიან განსხვავებულია.
ნახეთ გადაცემა სრულად: