ცნობილი ბრიტანული გამოცემა Tatler-ი ყოველ წელს აქვეყნებს Little Black Book-ს ("პატარა შავი წიგნი") - სიას, რომელშიც წლის ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდები ხვდებიან. წელს ამ სიის ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე ცნობილი მომღერლის - როდ სტიუარტის ვაჟი აღმოჩნდა. ალისტერ სტიუარტს მალე შეუსრულდება 20 წელი.


ალისტერმა სამოდელო ბიზნესში სცადა ძალებიი, მერე ტანსაცმლის დიზაინსა და მეწარმეობას სწავლობდა ლონდონის მოდის აკადემიაში, მაგრამ სწავლა მიატოვა და ახლა აქტიურად ცდილობს კინოინდუსტრიაში ჩართვას. სამომავლოდ ოცნებობს, რომ მამამისზე გადაღებულ ფილმში მის როლს ითამაშებს.




ალისტერი როდ სტიუარტს მეორე ოფიციალურ ცოლთან - პენი ლანკასტერთან შეეძინა. სულ მას 5 სხვადასხვა ქალისგან 8 შვილი ჰყავს.




ტატლერის სიაში ასევე აღმოჩნდნენ კლაუდია შიფერს ვაჟი კასპარი.

მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა-ჯონსის 25 წლის ვაჟი დილანი.
