დიდი ალბათობით, წლევანდელ აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების სფეროში დაანონსებული ცვლილებები არ შეეხებათ, რადგან თებერვლამდე ეს ცვლილებები ვერ მოესწრება - ამის შესახებ პორტალი edu.aris.ge საკუთარ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
"უმაღლეს განათლებაში დაანონსებული ცვლილებებით შეშინებულ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს, ამ ეტაპზე, შეუძლიათ, შვებით ამოისუნთქონ. EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი ხდება, რომ დიდი ალბათობით, უნივერსიტეტში 2026 წლის ჩარიცხვებთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება, რაც გამოსაცდელებისთვის დამაბნეველია, ვერ ესწრება და შესაბამისად, სიახლეები ამ წლის აბიტურიენტებს არ შეეხებათ" - ნათქვამია პორტალზე გამოწვეყნებულ სტატიაში.
edu.aris.ge-ს ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ბოლო დღეების განმავლობაში, გამოცემას პირად საუბრებშიგაუზიარეს. "გვიზიარებენ და გვიდასტურებენ როგორც სხვადასხვა უნივერსიტეტის ინფორმირებული წარმომადგენლები, ისე თავად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები.ჩვენი არაერთი წყაროს თქმით, დიდი ალბათობით, ეს ცვლილებები თებერვლამდე ვერ მოესწრება, შეუძლებელია, ამ დროში მოხერხდეს. ახლა საკითხავი მხოლოდ ის რჩება, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობას უთხრას და დაამშვიდოს." - წერს გამოცემა.