აბაშაში მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული 18 წლის გოგონა, ლიკა კუჭუხიძე,რომლის გადარჩენას უფალს მთელი საქართველო შესთხოვდა, უფლის წყალობით გადარჩა. გოგონა დღეს გამოწერეს კლინიკიდან და ახლა თავის მშობლებთან არის. ორი კვირის შემდეგ ლიკას ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდება და ახლა მას ამ ოპერაციისთვის მოამზადებენ.
საზოგადოებას შევახსენებთ, უმძიმესი ავარია, 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა, რასაც ლიკას მეუღლის, 19 წლის დედისერთა ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა სამწუხაროდ კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.
"უფალმა შეისმინა ჩვენი ლოცვა-ვედრება და დღეს ლიკა გამოწერეს კლინიკიდან. საბედნიეროდ ლიკა გადარჩა. ის ახლა უკეთესად არის, სახლშია ამჟამად, მას გაუკეთდება ხერხემალზე დიდი ოპერაცია და დარწმუნებულები ვართ, რომ სრულად გამოჯანმრთელდება. ახლა სახლში აგრძელებს მკურნალობას. ლიკა სულ კითხულობს ბაჩოს, მან ჯერ არ იცის, რომ მისი საყვარელი მეუღლე ცოცხალი აღარ არის. უთხრეს, რომ ისიც მკურნალობს. ჯერჯერობით არ შეიძლება მისი დატვირთვა ამ მძიმე ემოციებით.
ხერხემლის ოპერაცია რომ ჩაუტარდება და სახლში დაბრუნდება, ამის შემდეგ ეტყვიან ამ უმძიმეს ამბავს. განაგრძეთ კითხვა