ენერგეტიკული სასმელების სიყვარულმა 22 წლის ბიჭი საწოლს მიაჯაჭვა - ახლა ოჯახის წევრები და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ - მშობლები

ენერგეტიკული სასმელების სიყვარულმა 22 წლის ბიჭი საწოლს მიაჯაჭვა - ახლა ოჯახის წევრები და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ

2025-11-15 10:49:35+04:00

ენერგეტიკული სასმელების უარყოფით შედეგზე ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია და ექიმების არაერთი განცხადებაც გამოგვიქვეყნებია. თუმცა სამწუხაროდ, მოზარდებში, ახალგაზრდებში ის კვლავ ძალიან პოპულარულია.

ერთ-ერთი ბოლო სავალალო შემთხვევა სულ ახლახან მოხდა რუსეთში და დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. 22 წლის ბიჭი, გეიმერი, თითქმის ყოველდღე, რამდენჯერმეც კი სვამდა ენერგეტიკულ სასმელებს, რომ ენერგია აღედგინა და საათობით ეთამაშა. ენერგეტიკულების დალევა მან რვა წლის წინ დაიწყო, თუმცა აქტიურად ბოლო 3-4 წელი სვამდა. საბოლოოდ, ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში აღმოჩნდა.

გაირკვა, რომ მას საჭმლის მომნელებელი ორგანოები დაუზიანდა. ორგანიზმში შეწყდა ფერმენტის გამომუშავება, რომელიც მის პანკრეასს დაიცავდა და ორგანო საბოლოოდ დაზიანდა. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ანთებითი პროცესის გამო, მან სიარულის უნარი დაკარგა და ექიმებმა მას პოლინეიროპათიის დიაგნოზი დაუსვეს.თავდაპირველად პანკრეატიტი დაუდგინდა, მაგრამ მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუარესდა. ექიმების თქმით, ენერგეტიკულმა სასმელებმა მას ფაქტობრივად კუჭი დაუწვა, რამაც პანკრეასის ნეკროზი გამოიწვია. 2025 წლის სექტემბერში მას მეხსიერების, საუბრისა და სიარულის უნარის დაკარგვა დაეწყო. ახლა მოძრაობას ხელახლა სწავლობს და რეაბილიტაციას გადის.

სხვა დიაგნოზებთან ერთად, მუდმივი ჯდომისგან და არასწორი კვების გამო, მას ასევე ანორექსია, წელის ხერხემლის დაზიანება და მალთაშუა დისკის თიაქარი დაუდგინეს. ოჯახი მისი რეაბილიტაციისთვის თანხებს აგროვებს.

ხელი ეშლება სხეულის განვითარებას, შეიძლება, მძიმე პათოლოგიებიც კი გამოიწვიოს.. - რატომ არ უნდა დალიონ ბავშვებმა ენერგეტიკული სასმელები
სასტიკად უკრძალავენ ბავშვს ყავის დალევას, ხოლო ენერგეტიკულ სასმელებზე ამ შეზღუდვას არ უწესებენ - მაია ბუწაშვილი ენერგეტიკული სასმელების მავნებლობაზე
ხშირია გულის გაჩერების უეცარი შემთხვევები, აგრესია, უძილობა, გასტრიტი... - ენდოკრინოლოგი ენერგეტიკული სასმელების ზიანზე და აშკარა საფრთხეებზე