სილამაზის ინდუსტრიაში ყოველ წელს ჩნდება უამრავი რეიტინგი — ყველაზე ლამაზი მსახიობები, მომღერლები, მოდელები, ბლოგერები. თუმცა ამ სიებს ხშირად აკრიტიკებენ სუბიექტურობის გამო: თითოეული რეიტინგი მეტწილად გემოვნების საკითხია. სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა ლონდონში მდებარე კოსმეტიკური და პლასტიკური სახის ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა ჯულიან დე სილვამ, შექმნას რეიტინგი, რომელიც არა გემოვნებას, არამედ მათემატიკურ პროპორციებს ეყრდნობა.
ექსპერტმა ცნობილი ქალების გარეგნობა შეაფასა „ოქროს კვეთის“ პრინციპით — ეს არის ძველი ბერძნულიდან ცნობილი პროპორცია, რომელსაც ხატოვნად „სრულყოფილების ფორმულას“ უწოდებენ. ამ პრინციპს ლეონარდო და ვინჩი იყენებდა. თანამედროვე ქირურგები კი ამ პროპორციას ოპერაციათა დაგეგმვისას იყენებენ — მიიჩნევა, რომ რაც უფრო ახლოა სახის ნაწილის თანაფარდობა „ოქროს კვეთასთან“, მით უფრო ჰარმონიული და მიმზიდველია ადამიანი.
კვლევის მიხედვით, ემა სტოუნი ის ვარსკვლავი აღმოჩნდა, რომლის სახის პროპორციები „იდეალს“ ყველაზე მეტად უახლოვდება. ფიზიკური სრულყოფილების ფორმულასთან მისი მსგავსება 94,72%-ით შეფასდა.
ექიმმა დე სილვამ აღნიშნა, რომ 37 წლის ვარსკვლავმა ყველა კატეგორიაში უმაღლესი ქულები მიიღო. გამორჩეული იყო ორი მაჩვენებელი:
თითქმის იდეალური ყბის ხაზი— 97%
პროპორციული ტუჩები— 95,6%
ექიმის თქმით, სწორედ სახის ყველა დეტალის ერთობლივმა ჰარმონიამ, და არა რომელიმე გამორჩეულმა ელემენტმა, განაპორობა მისი გამარჯვება.
სტოუნს მიჰყვებიან:
ზენდეია — 94,37%
თითქმის იდეალური ტუჩები — 99,5%
შესანიშნავად განლაგებული თვალები — 97,3%

ფრიდა პინტო — 94,34%
საუკეთესო შედეგი ცხვირის ფორმაში — 99,6%

ვანესა კირბი — 94,31%
საუკეთესო სახის ფორმა — 99,8%

ჯენა ორტეგას, სხვათა შორის, ყველაზე ლამაზი შუბლი აქვს — 99,6%, თუმცა სახის ფორმაში ყველაზე დაბალი შედეგი — 88%.

სიის სხვა მონაწილეები:
ოლივია როდრიგო — 93,71%

მარგო რობი — 93,43%

აიშვარია რაი — 93,41%

ტან ვეი — 93,08%

რეიტინგს ასრულებს ბიონსე — 92,4%

მიუხედავად დიდი ინტერესისა, ყველა სპეციალისტი არ იზიარებს ამ მეთოდის მეცნიერულ საფუძველს. ანატომიის ლექტორი დეილ რიტერი აღნიშნავს, რომ ადამიანის სხეულში იმდენი ძვალია, რომ სურვილის შემთხვევაში თითქმის ყველგან შეიძლება მოიძებნოს სასურველი პროპორცია — ამიტომ ასეთი კვლევები ხშირად მეცნიერულად დაუზუსტებელია.
გარდა ამისა, „სილამაზის ნიღაბი“, რომელიც „ოქროს კვეთაზეა“ აგებული, ვერ ასახავს ეთნიკური ტიპების მრავალფეროვნებას — მაგალითად, აზიისა და აფრიკის მოსახლეობის სახის სტრუქტურებს.