ვინ არის "მეორე ცოლი" ჩეჩენი სპორტსმენისა, რომლის ქორწილშიც პირველმა ცოლმა იცეკვა: "მე­ო­რე - არ ნიშ­ნავს ზედ­მეტს... ჩვენ მტრე­ბი არ ვართ" - მშობლები

ვინ არის "მეორე ცოლი" ჩეჩენი სპორტსმენისა, რომლის ქორწილშიც პირველმა ცოლმა იცეკვა: "მე­ო­რე - არ ნიშ­ნავს ზედ­მეტს... ჩვენ მტრე­ბი არ ვართ"

2025-11-15 13:06:30+04:00

ოქტომბერში ჩეჩნეთში გამართულმა გრანდიოზულმა ქორწილმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო არა პატარძლის სილამაზით, არამედ პირველი ცოლის, ლიმდა იბრაგიმოვას ცეკვით. მისი პროტესტი, რომელიც შავი კაბითა და წითელი თავსაფრით იყო წარმოდგენილი, მალევე იქცა „მოღალატე ქმრისთვის“ პატიების სიმბოლოდ და განხილვის საგნად. თუმცა, ამ დრამატულ ისტორიაში არსებობს კიდევ ერთი მთავარი გმირი – ქალი, რომელიც ამ ყველაფრის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

მეორე ცოლმა ინსტაგრამის ახალი პროფილი ქორწილის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ გააკეთა. Khaatuewa ასე ჰქვია სოციალურ ქსელში, MMA მებრძოლის, იმრან ჟულაგოვის მეორე ცოლს.საზოგადოების განკითხვისა და ბრალდებების ფონზე, მან დუმილი დაარღვია და Instagram-ის საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა ემოციური და გაბედული სტატუსები, სადაც განმარტავს თავის არჩევანს, განვლილი გზის სირთულეს და საუბრობს ურთიერთობაზე პირველ ცოლთან. მისი ისტორია ამ ამბის მეორე მხარეს აჩვენებს.

ორი ცოლი, ერთი მამაკაცი: "ჩვენ მტრები არ ვართ - ჩვენ სიმშვიდე ავირჩიეთ"

საზოგადოების მთავარი მოლოდინი იყო ორ ქალს შორის შუღლი და დაპირისპირება. Khaatuewa-ს თქმით, ბევრს ეგონა, რომ მათ შორის „სიცივე“ იქნებოდა და გვერდიგვერდ დგომასაც ვერ შეძლებდნენ, მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პოსტი სწორედ ამ სტერეოტიპის მსხვრევას ეძღვნება:

"დღეს ამ ფოტოს იმიტომ არ ვდებ, რომ თავი გამოვიჩინო, არამედ იმის საჩვენებლად, რომ ქალები შეიძლება ბევრად უფრო ბრძენი იყვნენ, ვიდრე ადამიანებს ჰგონიათ. ჩვენ მტრები არ ვართ. ჩვენ ერთი მამაკაცის ორი ცოლი ვართ, რომლებმაც შური კი არა, სიმშვიდე ავირჩიეთ.“

მეორე ცოლი აღიარებს, რომ ეს არჩევანი იოლი არ ყოფილა. იყო "ცრემლები, ეჭვები, განსაცდელები“, მაგრამ ეს გზა საბოლოოდ პატივისცემით დასრულდა. ის მადლიერებას გამოხატავს ლიმდას მიმართ:

"მადლიერი ვარ მისი სიმტკიცისთვის, ღირსებისთვის და კეთილი გულისთვის. დაე, ყველა ოჯახში იყოს მშვიდობა და ყველა ქალმა იპოვოს სულის სიმშვიდე, თუნდაც მისი გზა სხვებისგან განსხვავებული იყოს. მთავარია, ალაჰი ხედავდეს ჩვენს განზრახვას.“

გადაწყვეტილება: "ალაჰი გულებს აერთიანებს - შენ არ ირჩევ“

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელზეც Khaatuewa-ს უწევს პასუხის გაცემა, არის – "რატომ მაინცდამაინც ის?“. რატომ არ გაეცალა მამაკაცს, რომელსაც უკვე ჰყავდა ცოლი და ოჯახი? - ამაზე მისი პასუხი ასეთია.

"როდესაც ალაჰი გულებს აერთიანებს, არჩევანს არ აკეთებ. შენ უბრალოდ გრძნობ, რომ ეს შენი ადამიანია. როდესაც გავიგე, რომ მას ოჯახი ჰყავდა, დავშორდი. არ მინდოდა ვინმესთვის ცხოვრება დამენგრია.“

ქალის მტკიცებით, მომავალი მეუღლე პატივისცემით მოიქცა და ყველაფერი შარიათის კანონების მიხედვით გააკეთა.

განაგრძეთ კითხვა

ჩეჩენი ქალი, რომელმაც ქმრის ქორწილში მისი ახალი ცოლისთვის იცეკვა... - ერთი თვის წინ შვილი გააჩინა, მისმა ქმარმა კი უკვე მეორე ცოლი შეირთო (ვიდეო)