ღამით ჭამა, საუზმის გამოტოვება და კიდევ რამდენიმე მითი, რომლებზეც ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა განმარტებებს აკეთებს - მშობლები

ღამით ჭამა, საუზმის გამოტოვება და კიდევ რამდენიმე მითი, რომლებზეც ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა განმარტებებს აკეთებს

2025-11-15 13:18:01+04:00

ცნობილი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა რამდენიმე გავრცელებული მითის შესახებ საუბრობს. რა არის მითი და რა - სინამდვილე? წარმოგიდგენთ შეკითხვების სახით, რომლებსა ექიმი პასუხობს:

ღამით ჭამა ასუქებს?

ეს მითია. მნიშვნელოვანია, არ გადავაჭარბოთ დღიურ ნორმას.

საუზმის გამოტოვება აზიანებს მეტაბოლიზმს

მითია. არ აზიანებს მეტაბოლიზმს, მაგრამ საუზმის გამოტოვება არ უნ და ნიშნავდეს სტრესს ჩვენი ორგანიზმისთვის.

ჭამის დროს წყლის დალევა არ შეიძლება

მითია. წყლის მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგვიძლია. მათ შორის, ჭამის დროსაც, უბრალოდ, წყლის ტემპერატურა და საკვების ტემპერატურა ერთმანეთისგან მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდნენ.

დღის განმავლობაში მინიმუმ, 2 ლიტრი წყალი უნდა მივიღოთ.

ეს რეალობაა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული. თუმცა წყლის რაოდენობა მაინც ინდივიდუალურად განისაზღვრება.

ალკოჰოლი ხელს უშლის წონის კლებას

ეს რეალობაა, ვინაიდან ალკოჰოლს გააჩნია თავისი ენერგეტიკული ღირებულება და თუ ენერგენტიკულ ღირებულებას გადავაჭარბებთ, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის წონის კლებას.