საქართველოს ნაკრების მეკარის მეუღლეს, მოდელ ელენე ეპიტაშვილს დაბადების დღე ჰქონდა. ელენემ რეტრო-წვეულება მოაწყო, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის თემატიკაზე. წვეულებას მისი მეგობრები ესწრებოდნენ და ასევე მისი მული - ნინიკო მამარდაშვილი. ყველა დრესკოდის თანახმად იყო შემოსილი.





გიორგი მამარდაშვილსა და ელენე ეპიტაშვილს შარშან ნოემბერში შეეძინათ ქალიშვილი. პატარას ენი დაარქვეს.
"ენის დაბადებამ ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ახალი თვალებით ვუყურებთ სამყაროს. შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა“ - ამბობდა ელენე ერთ-ერთ ინტერვიუში.

