"დაბადების დღეს ყოველთვის იმედიანად ვხვდები... მთავარი, რაც ამ წლების მანძილზე სიმდიდრე შევიძინე, ეს ჩემი ოჯახია..." - კირა ანდრონიკაშვილი 80 წლის გახდა - მშობლები

"დაბადების დღეს ყოველთვის იმედიანად ვხვდები... მთავარი, რაც ამ წლების მანძილზე სიმდიდრე შევიძინე, ეს ჩემი ოჯახია..." - კირა ანდრონიკაშვილი 80 წლის გახდა

2025-11-16 15:45:30+04:00

ყველასათვის საყვარელი მსახიობი, ულამაზესი კირა ანდრონიკაშვილი, 15 ნოემბერს 80 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში შვილიშვილსა და შვილთაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით:

"დაბადების დღეს ყოველთვის იმედიანად ვხვდები. შინაგანად ისევ ის ხარ, არაფერი იცვლება, იმის მიუხედავად, რომ იცი, კიდევ ერთი წელი მოგაკლდა... მთავარი, რაც ამ წლების მანძილზე სიმდიდრე შევიძინე, ეს ჩემი ოჯახია... შვილები, შვილიშვილები და მათი შვილები, რომლებიც კარგი ადამიანები არიან, ესაა მთავარი, რაც შევძელი და მოვახერხე... მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, ისინიც ხელს მიწყობდნენ... და კიდევ ერთი - თქვენი სიყვარული, რაც ყოველ დღეს მილამაზებს...
გვიყვარდეს ერთმანეთი, სანამ ვართ. - თქვენი კირა".
581082964-1714767506344306-3248636557626752050-n-1763293765.jpg
კირა ანდრონიკაშვილი 1945 წლის 15 ნოემბერს დაიბადა თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნაბათმცოდნეობის ფაკულტეტი.მუშაობდა არქეოლოგიის ცენტრში; პროფკავშირების სასახლეში; პირველად კინოსინჯზე 7 წლის ასაკში მოხვდა, როცა თენგიზ აბულაძემ "მაგდანას ლურჯაში" ბავშვის როლის შესასრულებლად მიიწვია, მაგრამ დაიწუნეს. მიზეზი ის იყო, რომ სოფლელ ბავშვს არ ჰგავდა; პირველი როლი 12 წლის ასაკში ითამაშა ფილმში "მაიაკოვსკი იწყებდა ასე", ამის შემდეგ იყო ის როლები, რომლებმაც მას მაყურებელთა სიყვარული მოუტანეს; გადაღებულია 20-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "ერთი ცის ქვეშ", "მთვარის მოტაცება" და ა.შ. ჰყავს ორი ქალიშვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები.

ცნობილი წინაპრები, მშვენიერი დედა და უნიკალური ფოტოები ბავშვობიდან დღემდე - კირა ანდრონიკაშვილის ოჯახური ფოტოგალერეა