საქართველოს ზოგიერთ ქალაქში ჰაერის ხარისხი ისევ მკვეთრად გაუარესებულია.
16 ნოემბრის, ბოლო 1-საათის მონაცემებით, ჰაერი მყარი ნაწილაკებით მკვეთრად დაბინძურებულია როგორც თბილისში, ასევე რუსთავსა და ახალციხეში.
როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ორგანიზაცია "კაქტუსის" დამფუძნებელმა ცირა გვასალიამ განუცხადა, PM 2.5-ის კონცენტრაცია ჰაერში განსაკუთრებით საყურადღებოა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში, რუსთავსა და თბილისში 3-ჯერ და 4-ჯერაც კი აღემატება დასაშვებ ნორმას....
"გუშინ თბილისის და რუსთავის 4 სადგურის მიხედვით, მყარი ნაწილაკები მკვეთრად აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. PM2.5 ორჯერ აჭარბებდა ნორმას თბილისში, რუსთავში კი სამჯერ, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ჩვენ ძირითადად ვაკვირდებით ამ ორს და მნიშვნელოვანია, რომ განვასხვავოთ, PM10 არის უფრო მსხვილი ფრაქციის მქონე ნაწილაკი, PM2.5 კი უფრო პატარა ფრაქციის მქონე ნაწილაკია. PM2.5 უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან არის წვრილი და ფილტვებიდან სისხლში მარტივად გადადის. დიდი ხნის განმავლობაში თუ ისუნთქავს ამას ადამიანი, რა თქმა უნდა, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯანმრთელობის პორბლემები. თუმცა, მოკლევადიანშიც გამოიწვევს პრობლემებს იმათთვის, ვისაც აქვს ალერგია ან რესპირაციული პრობლემები. შესაძლებელია, მათ გაუმწვავოს ეს მდგომარეობა.წაიკითხეთ ვრცლად