ლელა მებურიშვილისა და მისი მეუღლის ვიდეო ერთ საათში ათი ათასობით ადამიანმა ნახა - "არ ინერვიულოთ..." - მშობლები

ლელა მებურიშვილისა და მისი მეუღლის ვიდეო ერთ საათში ათი ათასობით ადამიანმა ნახა - "არ ინერვიულოთ..."

2025-11-16 21:38:14+04:00

მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც დიპლომატ მეუღლესთან - ბაჩო საგანელიძესთან და ორ შვილთან ერთად ძირითადად ლონდონში ცხოვრობს, ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს შემდეგი ტექსტით:

"ბავშვებმა მთხოვეს, ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა და გაგვეხუმრა, თუმცა ასე თუ შევაშინებდით მამიკოს, არ გვეგონა. მაგრამ არ ინერვიულოთ, ორ წუთში ბევრი ვიცინეთ ყველამ ერთად..."

ვიდეო ერთ საათში ათი ათასობით ადამიანმა ნახა და უამრავმა დააკომენტარა. ე.წ. ტრენდული ვიდეო-ხუმრობა ბაჩოსთვის საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.

ლელა მებურიშვილის ეფექტური გამოჩენა ბრიტანულ სამეფო დოღზე - მსახიობი ცნობილ ღონისძიებას დიპლომატის მეუღლის რანგში დაესწრო
გვქონდა პატივი შევხვედროდით მეფეს და ასევე პრინც უილიამს... - ლელა მებურიშვილი მეუღლესთან ერთად ბუკინგემის სასახლეს სტუმრობდა