ნოე სულაბერიძის გადაცემაში სტუმრობისას ნინო ჩხეიძემ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი გავრცელებულ ხმებზე განქორწინების შესახებ:
-ქმარს არ გავშორდი, დღემდე გიორგი არის ჩემი ყველაზე საუკეთესო და ახლო ადამიანი. უბრალოდ, ის არ ცხოვრობს საქართველოში 15 წელია... ცოლქმრული ურთიერთობა არ გვაქვს, თუმცა ახლა აქაც რომ ვარ, იცის, აბსოლუტურად ყველა ნიუანსში, ყველა დეტალში ჩართულები ვართ ერთმანეთის ცხოვრებაში, მაგრამ ასე ერთად არ ვცხოვრობთ...
მომღერალმა ასევე გააკეთა კომენტარი ქალიშვილის - მარიამ კორახაშვილის დანიშვნაზე და იმაზე, რომ თავიდან ერჩივნა, მარიამს ქართული ოჯახი შეექმნა.
- მარიამი დაინიშნა, ჩემი სიძე არის კანადელი... როდესაც გავიცანი, მივხვდი, რომ ნამდვილად არ შემცდარა ჩემი შვილი არჩევანში... რა თქმა უნდა, ცოტა პროტესტი მქონდა, გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ მარიამი კარგ ქართულ ოჯახს შექმნიდა, თუმცა... მარიამი ისეთი მშვიდი და გაწონასწორებულია, ძალიან მეგობრულად ვკითხე და ისეთი პასუხი მივიღე, მივხვდი, აზრი არ ჰქონდა არაფერს, ისეთი დარწმუნებული იყო მარიამი თავის გრძნობებში და არჩევანში... ერთი წლის წინ გავიცანი და მივხვდი, რომ ნამდვილად არ შემცდარა ჩემი შვილი არჩევანში...ძალიან კარგი ბიჭია. უკრავს საქსოფონზე და რამდენიმე ინსტრუმენტზე.