საშინაო დავალება ბევრი ბავშვისთვის მომაბეზრებელი რუტინაა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მის მიმართ პროტესტი უჩნდებათ და ბევრი კითხვაც აწუხებთ. გთავაზობთ ბავშვების ყველაზე გავრცელებულ კითხვებსა და სადარდებელს საშინაო დავალებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ერთგვარი გამოსავალიც ახლავს.
საშინაო დავალება ბავშვს უფრო დამოუკიდებელს ხდის და ამოწმებს, რამდენად ეფექტურად მიმდოინარეობს მისი სწავლება. იმისათვის, რომ დავალება კარგად შესრულდეს, ბავშვმა უნდა მოახერხოს
დაგეგმოს, რას გააკეთებს პირველად და რას — შემდეგ.
როგორ იმუშაოს ყურადღებით, არ გაეფანტოს გონება.
გადაამოწმოს, სწორად გააკეთს თუ არა.
სახლში შეუძლია სხვადასხვა გზით სცადოს სწავლა და ნახოს, რომელი ეხმარება ყველაზე მეტად. მაგალითად:
ტექსტი ხმამაღლა წაიკითხოს ან მოყვეს,
კითხვებზე წერილობით უპასუხოს,
თვითონვე შეუდგინო კითხვები ტექსტს,
პატარა გეგმა შეადგინოს.
როცა ასე სხვადასხვა მეთოდს ცდის, მერე მიხვდება, რომელია მისთვის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა სწავლებისთვის.
საშინაო დავალება ეხმარება მას საკუთარი მეხსიერების თავისებურებების უკეთ გაგებაში — გაიგოს, სწავლების რომელი ფორმა არის მისთვის ყველაზე მოსახერხებელი: ტექსტის ხმამაღლა კითხვა, ჩუმად კითხვა, მოკლე ჩანაწერების ან სქემების გაკეთება, ნახატებით სწავლა და ა.შ.
გაკვეთილზე მოსმენილი ინფორმაცია მოკლევადიან მეხსიერებაში გადადის. თუ მას 4–5 საათის განმავლობაში არ გაიმეორებ, დიდი ალბათობით მალე დაგავიწყდება. ისე გამოდის, რომ ნახევარ დღეს გაკვეთილებზე ატარებ, მაგრამ მერე არ იყენებ ამ ცოდნას — არც ცხოვრებაში, არც კლასში და არც საკონტროლოებში. იმისათვის, რომ ინფორმაცია გონებაში დარჩეს და გრძელვადიან მეხსიერებაში გადავიდეს, აუცილებელია მისი გამეორება. სწორედ ამაში გეხმარება საშინაო დავალება.
რა შეიძლება გააკეთო გაკვეთილზე, რომ სახლში მუშაობა უფრო მარტივი იყოს?
ყურადღებით მოუსმინე მასწავლებელს
უპასუხე მის შეკითხვებს
დეტალურად ჩაიწერე, რა მოგცეს დავალებად თითოეულ საგანში
ყურადღებით გადაწერე დაფიდან ყველაფერი
თუ რაღაც გაუგებარია — აუცილებლად ჰკითხე მასწავლებელს გაკვეთილზე ან დასვენებაზე
არაფერია სამარცხვინო ან რთული იმაში, რომ რაღაც მაშინვე ვერ გაიგე. სკოლა სწორედ სწავლას და ცოდნის მიღებას ემსახურება.
ყოველთვის თვითონ ჩაიწერე საშინაო დავალება თითოეულ საგანში და ყურადღებით მოუსმინე მასწავლებლის დამატებით განმარტებებს.
სანამ წერით დავალებას დაიწყებ, უნდა გაიგო და დაიმახსოვრო შესაბამისი წესი. ჯერ კითხულობ და სწავლობ გაკვეთილს და შემდეგ იწყებ დავალების დაწერას.
ვარჯიშების შესრულებისას გამოიყენე ის წესები და ალგორითმები, რომლებიც უკვე იცი. არაფერია სკოლაში შემთხვევით ჩაწერილი — თითოეული წესი პრაქტიკული გამოყენებისთვისაა.
ნუ მოგერიდება ხელის აწევა და კითხვის დასმა
დასვენებაზე მიუახლოვდი მასწავლებელს და სთხოვე განმარტოს ის ნაწილი, რომელიც გაუგებარი დაგრჩა
სახლში იმავე დღეს კიდევ ერთხელ გადახედე მასალას, თუნდაც შემდეგი გაკვეთილი რამდენიმე დღეში გქონდეს.
საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლია მიმართო უფროსებს ან თანაკლასელებს
სწავლა ეტაპობრივი პროცესია — მთავარია, არ დანებდე და მუდმივად დასვი კითხვები.
დაიცავით დღის რეჟიმი
არ გადადოთ საშინაო დავალება გვიან საღამომდე
სამუშაოს დაწყების წინ მოაშორეთ მაგიდიდან ყველაფერი, რაც ყურადღებას გაფანტავს
წინასწარ მოამზადეთ ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ
განსაზღვრეთ, რა თანმიმდევრობით გააკეთებთ დავალებებს და რამდენი დრო დასჭირდება თითოეულს
თუ სასწავლო მასალა ძალიან დიდია, დაყავით ნაწილებად და ისე ივარჯიშეთ — ასე გაცილებით მარტივი იქნება.
არ მოიტოვო შემოქმედებითი დავალებები, პრეზენტაციები და ესეები ბოლო დღისთვის. მოამზადე ისინი წინასწარ, რამდენიმე დღის განმავლობაში ეტაპობრივად. დატვირთვა თანაბრად გაანაწილე — ასე არც დაგვიღლება და არც შაბათ-კვირა დაგეკარგება.
ეს წესები, რა ტქმა უნდა, ყველა მოსწავლისთვის იდეალური არ არის და სხვა ბევრი პრობლემაა საშინაო დავალებებში, რომლებსაც ბავშვი დამოუკიდებლად მართლაც ვერ უმკლავდება, თუმცა ეს რჩევები სწორ მიდგომას დაგანახებთ და მეტ-ნაკლებად შეამცირებს პროტესტს საშინაო დავალების მიმართ.