"თანამედროვე ზღაპარი" - შვედეთის პრინცისა და მისი საყვარელი ქალის ამბავი, რომლის გამოც ყველა წინააღმდეგობა გადალახა და საზოგადოების ზეწოლასაც გაუძლო - მშობლები

"თანამედროვე ზღაპარი" - შვედეთის პრინცისა და მისი საყვარელი ქალის ამბავი, რომლის გამოც ყველა წინააღმდეგობა გადალახა და საზოგადოების ზეწოლასაც გაუძლო

2025-11-17 10:59:16+04:00

პრინცი კარლ ფილიპისა და სოფია ჰელქვისტის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და გამორჩეული ამბავია, თუ როგორ შეუძლია სიყვარულს, სოციალური ბარიერები გადალახოს და საუკუნოვან ტრადიციებს დაუპირისპირდეს.

sopia-helkvisti-19-1763363345.jpg

კარლ ფილიპი, შვედეთის მეფის, კარლ XVI გუსტავისა და დედოფალ სილვიას ვაჟია. ის ყოველთვის შვედეთის სამეფო ოჯახის ყველაზე თავშეკავებულ და იდუმალ წევრად ითვლებოდა. მისმა სასიყვარულო არჩევანმა კი საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მეტიც, ბევრმა ეს ამბავი თანამედროვე ზღაპრის სიუჟეტად წარმოიდგინა.

საქმე ისაა, რომ სოფია ჰელქვისტი სამეფო ოჯახში არ დაბადებულა. პრინცთან შეხვედრამდე ის მოდელად მუშაობდა და რეალითი შოუში - Paradise Hotel მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც სოფიასა პრინცი კარლ ფილიპის ურთიერთობა გასაჯაროვდა, გოგონას სამოდელო საქმიანობა და რეალითი შოუში მონაწილეობა მთავარ განხილვის თემად იქცა.

sodia-helkvisti-1-1763363139.jpg

საზოგადოება თვლიდა, რომ ის სამეფო ოჯახისათვის სრულიად შეუფერებელი ადამიანი იყო და პრინცესას ტიტულის ტარებას არ იმსახურებდა...

sodia-helkvisti-2-1763363154.jpg

თუმცა კარლ ფილიპი ზეწოლას არ დაემორჩილა. პირიქით, ის სოფიას საჯაროდ იცავდა და ამბობდა, რომ მისი ცხოვრების მთავარი ქალი და სიყვარულია. მედია ხმაურიანი სათაურების წერას აგრძელებდა, სოციალურ ქსელებშიც უამრავი კომენტარი იწერებოდა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, წყვილი 2015 წლის 13 ივნისს სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში დაქორწინდა.

sodia-helkvisti-4-1763363166.jpg

sodia-helkvisti-5-1763363183.jpg

sodia-helkvisti-7-1763363361.jpg

sopia-1763363413.jpg

ამის შემდეგ სოფიამ თავი საზოგადოებრივ საქმიანობას მიუძღვნა და ხალხის სიყვარული თავშეკავებული მანერებით, ქცევებითა და პროფესიონალიზმით დაიმსახურა.

sodia-helkvisti-8-1763363454.jpg

დღეს წყვილს სამი შვილი ჰყავს. ისინი იდეალურ საჯარო იმიჯს ინარჩუნებენ, სკანდალებს გაურბიან და ჰუმანიტარულ საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები.

sodia-helkvisti-9-1763363582.jpg

მათი სიყვარულის ისტორია კი ბევრისთვის დღემდე გულწრფელი ურთიერთობისა და ბარიერებთან დაპირისპირების მაგალითია.