"მე მისთვის ლამაზი თოჯინა ვიყავი, რომელსაც ისე ექცეოდა, როგორც სურდა..." - ის 14 წლის იყო, როცა ელვის პრესლის შეუყვარდა და მისი ერთადერთი ცოლი გახდა, თუმცა... - მშობლები

"მე მისთვის ლამაზი თოჯინა ვიყავი, რომელსაც ისე ექცეოდა, როგორც სურდა..." - ის 14 წლის იყო, როცა ელვის პრესლის შეუყვარდა და მისი ერთადერთი ცოლი გახდა, თუმცა...

2025-11-17 11:40:36+04:00

პრისცილა ბოლიე, რომელსაც უფრო პრისცილა პრესლის სახელით იცნობენ, ის გოგოა, რომელმაც ელვის პრესლის გული დაიპყრო და მისი ერთადერთი ცოლი გახდა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ „როკ-ენ-როლის მეფეს“ თოთხმეტი წლის, სკოლის მოსწავლე გოგონას შეუყვარდა (თვითონ მაშინ 24 წლის იყო) და დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, მისი მშობლები დაერწმუნებინა, რომ სანდო ადამიანი იყო. მან პირობა დადო, რომ გოგონას სრულწლოვანებას დაელოდებოდა და მასზე იქორწინებდა...

საბედისწერო შეხვედრა

პრისცილა ვაგნერი 1945 წელს დაიბადა ბრუკლინში, ბრუკლინის საზღვაო ჰოსპიტალში.

მისი დედის მხრიდან ბაბუა, ალბერტ ჰენრი ივერსენი, ნორვეგიელი იყო და ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც იქორწინა შოტლანდიურ-ირლანდიური წარმოშობის ლორეინ დევისზე. მათ ჰყავდათ ქალიშვილი, ანა (ენ) ლილიან ივერსენი, რომელიც 1944 წელს დაქორწინდა აშშ-ის საზღვაო ძალების ავიატორ ჯეიმს ფრედერიკ ვაგნერზე, ტიტუსვილიდან, პენსილვანიიდან. სწორედ მასთან შეეძინა ქალიშვილი პრისცილა. ისინი სამ წელზე მეტხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს. ვაგნერი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც შვებულებაში სახლში ბრუნდებოდა.

1948 წელს ენი აშშ-ის საჰაერო ძალების ოფიცერ პოლ ბოლიეზე დაქორწინდა, რომელიც წარმოშობით კანადიდან იყო. წყვილმა პრისცილა გაზარდა მის ნახევარ და-ძმებთან ერთად. მერე კი პრისცილამ გვარიც ბოლიე მიიღო.

1950s-young-priscilla-presley-in-white-blouse-as-a-teenager-photo-u1-1763372779.jpg

რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახი არაერთხელ გადაადგილდებოდა სამხედრო ბაზებს შორის - კონექტიკუტიდან ნიუ-მექსიკოში, შემდეგ კი მენში. პრისცილა ამ პერიოდში საკუთარ თავს აღწერს, როგორც „მორცხვ, ლამაზ პატარა გოგონას, რომელიც იძულებული იყო, ყოველ ორ ან სამ წელიწადში ერთხელ ბაზიდან ბაზაზე გადასულიყო“. პრისცილა მოგვიანებით იხსენებდა თავის შიშს ახალი ადგილების მიმართ.

1956 წელს ბოლიერები დელ ვალეში, ტეხასში დასახლდნენ, მაგრამ მისი მამინაცვალი მალევე ვისბადენში გადაიყვანეს, გერმანიაში.სწორედ იქ, გერმანიაში, 1959 წელს შეხვდა პრისცილა მომავალ ქმარს, უკვე ვარსკვლავ ელვის პრესლის, რომელიც იმ დროს სამხედრო სამსახურს გადიოდა.

ელვისი პირველივე ნახვით მოიხიბლა. პრისცილა მეცხრე კლასში იყო, 14 წლისა, მაგრამ უკვე გამოირჩეოდა თავისი იშვიათი სილამაზით. „ვხედავდი, როგორ ცდილობდა ჩემი ყურადღების მიპყრობას. რაც უფრო ვშორდებოდი, მით უფრო დაჟინებული ხდებოდა - მღეროდა, ხუმრობდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ თავად ელვის პრესლი ასე სასოწარკვეთილად ცდილობდა ჩემს მოხიბვლას“, - იხსენებდა პრისცილა.

ქორწინების გზა გრძელი იყო: მისმა მშობლებმა მაშინვე არ მიიღეს ქალიშვილის არჩევანი. ამასობაში, ელვისის კარიერა აღმავლობას განიცდიდა; მან სამსახური მოიხადა და ამერიკაში გაემგზავრა. მუდმივად გადაღებებით იყო დაკავებული, თუმცა პრისცილას გამუდმებით სწერდა. გაზეთები მის რომანებზე წერდნენ და პრისცილა ეჭვიანობდა და წუხდა, მაგრამ მომავლის სჯეროდა...

gettyimages-517323060-1763373264.webp

რთული ქორწინება

გაცნობიდან თითქმის რვა წლის შემდეგ, ელვისმა პირობა შეასრულა და პრისცილას ხელი სთხოვა.

თუმცა დაქორწინებამდე, ელვისის დიდი თხოვნით და პრისცილას სურვილით, მშობლებმა ის მასთან გაუშვეს იმ იმედით, რომ ის მოგვიანებით მასზე ნამდვილად იქორწინებდა. ფაქტობრივად, 1963 წლიდან პრისცილა ელვისის სიახლოვეს ცხოვრობდა - კათოლიკურ გოგონათა სკოლაში, მემფისის უმაღლეს სკოლაში, სწავლობდა და ელვისის მამასთან და დედინაცვალთან ერთად ცალკე სახლში, გრეისლენდიდან რამდენიმე ქუჩის მოშორებით, ცხოვრობდა.

ავტობიოგრაფიის, „ელვისი და მე“, თანახმად, ის ხშირად დადიოდა გრეისლენდში, ელვისის სამფლობელოში და ღამეებს ელვისის ბებიასთან ატარებდა, თანდათან იქ გადაჰქონდა თავისი ნივთები. ითვლება, რომ ის გრეისლენდში მუდმივად 1963 წლის მაისში დასახლდა.მისი მშობლები საბოლოოდ დათანხმდნენ, რომ იქ ეცხოვრათ, თუ ელვისი მასზე დაქორწინებას დაჰპირდებოდა.

graceland-memphis-tennessee-1763374515.jpg
გრეისლენდი

პრისცილას ელვისთან ერთად ჰოლივუდში წასვლა სურდა, მაგრამ ელვისმა მემფისში დარჩენა სთხოვა. „ვივა ლას ვეგასი!“-ს გადაღებების დროს, ელვისმა, სავარაუდოდ, რომანი დაიწყო თავის თანავარსკვლავ ენ-მარგრეტთან. მან პრისცილას უთხრა, რომ ეს მხოლოდ ჭორი იყო ფილმის პოპულარიზაციის მიზნით. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ელვისმა შეინარჩუნა ინტიმური ურთიერთობა თავის ბევრ საყვარელთან, თუმცა პრისცილას მუდმივად საპირისპიროში არწმუნებდა...

მოგვიანებით ელვისის გარემოცვა ყვებოდა, რომ მას სულაც აღარ სურდა გოგონაზე დაქორწინება, მაგრამ პირობა ვერ გატეხა. ძალიანაც უკმაყოფილო იყო იმით, რომ საერთოდ ქორწინება უწევდა...

priscilla-elvis-999-1763373264.jpg

c2e640dd581dc2f20fdadaaec936cd8a-1763373264.webp

წყვილი 1967 წლის 1 მაისს, ლას-ვეგასში, სასტუმრო „ალადინში“ დაქორწინდა. ცოტა სტუმარი ჰყავდათ და თავად ცერემონია მხოლოდ რვა წუთს გაგრძელდა. შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია და 10 000-დოლარიანი მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ მეგობრები, ოჯახის წევრები და ბიზნესპარტნიორები MGM-დან, RCA-დან და William Morris Agency-დან.

ელვისმა და პრისცილამ მოკლე თაფლობის თვე პალმ სპრინგსში გაატარეს. 4 მაისს მემფისში, საკუთარ რანჩოზე დაბრუნდნენ...

პრისცილას მოგონებების თანახმად კი, ის ფაქტობრივად ელვისის თოჯინა იყო. სახლში იჯდა და ელოდა, როდის გამოჩნდებოდა მისი საყვარელი მამაკაცი. ელვისმა მას სტილიც შეუცვალა, გარეგნობაში ჩაერია - მძიმე მაკიაჟის გაკეთებას სთხოვდა და თმა შავად შეაღებინა.

970692d493ce5d0a36aab04f5a3c13ea-1763373264.jpg

პრისცილა ყველაფერზე თანხმდებოდა, თუმცა ფაქტობრივად, ოქროს გალიაში ცხოვრობდა.

თავის წიგნში „ელვისი და მე“, პრისცილა პრესლის აღწერს, როგორც ძალიან ვნებიან მამაკაცს, თუმცა ისეთს, რომელიც მის მიმართ ძლიერ მიზიდულობას არ იჩენდა. მისივე თქმით, პრესლიმ უთხრა, რომ სექსისთვის ქორწინებას უნდა დალოდებოდნენ და ქორწინებამდე ის ქალიშვილი იყო. თუმცა არც ქორწინების შემდეგ "ანებივრებდა" ელვისი ცოლს ვნებით.

ქორწინებიდან მალევე პრისცილამ შეიტყო, რომ ორსულად იყო. გოგონას ასე ადრე სულაც არ სურდა დედობა, დარწმუნებული იყო, რომ ეს ელვისთან სიახლოვეში ხელს შეუშლიდა. თუმცა ელვისი ეწინააღმდეგებოდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას და თავის დაცვას. აბორტის შესაძლებლობის განხილვის შემდეგ კი ორივემ დაასკვნა, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, ერთად ცხოვრება არ შეეძლებოდათ...

ბავშვი, ლიზა მარია, ქორწილიდან ცხრა თვის შემდეგ, 1968 წლის 1 თებერვალს დაიბადა.

cd24eb96ee0a025936647267125f1252-1763373264.jpg

შვილის დაბადებას ბევრი არაფერი შეუცვლია. ელვისი კვლავ ვარსკვლავური ცხოვრებით ცხოვრობდა, ახალ-ახალ რომანებს არ იკლებდა და პრისცილა თავს მარტოსულად გრძნობდა. მან მოგვიანებით თავის წიგნში დაწერა, რომ ერთხელ თავადაც ჰქონდა რომანის გაბმის მცდელობა, როდესაც უსაქმურობისგან კერძო ცეკვის გაკვეთილებზე სიარული დაიწყო. მან ინსტრუქტორთან, რომელსაც წიგნში მარკს უწოდებს, ხანმოკლე რომანი გააბა. თუმცა ურთიერთობა მალევე დაასრულა, რადგან მიხვდა, რომ მისი და ელვისის იმიჯისთვის ეს მხოლოდ დამაზიანებელი იქნებოდა...

priscilla-presley-06-b0cb02501fd1420895146edd4d8c4561-1763373264.jpg

როდესაც ელვისის კარიერა 1968 წლის სატელევიზიო სპეციალური გამოშვების შემდეგ კვლავ აღმავლობისკენ წავიდა, ის მუდმივ ტურნეებსა და სხვა ქალებთან რომანებს დაუბრუნდა და ქორწინებამაც დანგრევას დაეწყო.

ქორწინებიდან ექვსი წლის შემდეგ, ქმრის ღალატით გატანჯულმა პრისცილამ განქორწინება მოითხოვა.

ახალი ცხოვრება

ელვისი და პრისცილა 1972 წლის 23 თებერვალს დაშორდნენ და განქორწინების შესახებ 26 ივლისს განაცხადეს.

მიუხედავად ამისა, მათ მოახერხეს თბილი ურთიერთობის შენარჩუნება და სასამართლო დარბაზი ხელჩაკიდებულებმა დატოვეს.

წყვილი დათანხმდა ქალიშვილის მეურვეობის გაზიარებას, რის შედეგადაც პრისცილა მიიღებდა 725 000 აშშ დოლარს, ასევე ალიმენტს, ბევერლი ჰილზში მდებარე სახლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნახევარს. თავდაპირველად წყვილი შეთანხმდა 100 000 აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციას და ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ალიმენტს. თუმცა, მისმა ადვოკატებმა დაარწმუნეს იგი, გაეზარდა მოთხოვნები, იმ მოტივით, რომ ელვისის დონის ვარსკვლავს ადვილად შეეძლო მათი გადახდა.

1973 წელს, ელვისთან დაშორების შემდეგ, პრისცილა, ლოს-ანჯელესში ტანსაცმლის ბუტიკი გახსნა სახელწოდებით Bis & Beau თავის მეგობართან და სტილისტთან, ოლივია ბისთან ერთად. ელვისმა მხარი დაუჭირა პრისცილას წამოწყებას და დაუკავშირდა რამდენიმე მეგობარს, რათა დახმარებოდნენ პოპულარიზაციაში. 1973 წელს მაღაზიის გახსნის შესახებ ინტერვიუში პრისცილამ თქვა: „დაშორების შემდეგ, უნდა გადამეწყვიტა, რა მინდოდა გამეკეთებინა და რადგან ოლივიასთან ამდენი ხანი ვმუშაობდი ჩემს ტანსაცმელზე, გადავწყვიტე, პროფესიონალურად მეცადა. ორივე ვქმნით დიზაინს მაღაზიისთვის და გვყავს ადამიანები, რომლებიც გვიკერავენ. მაღაზია წარმატებული წამოწყება იყო, სადაც რეგულარულად ყიდულობდნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ჯული კრისტი, სუზან პლეშეტი, შერი, ლიზა მინელი, ლანა ტერნერი, ბარბრა სტრეიზანდი და ნატალი ვუდი.“

gettyimages-595925686-1763373264.webp
პრისცილა პრესლი ახალი იმიჯით

1977 წელს, ელვისის გარდაცვალების შემდეგ, მამამისი, ვერნონი, მისი ქონების ერთ-ერთი აღმასრულებელი იყო - ქონება ელვისის ქალიშვილის, ლიზა მარიას სახელზე იყო გაფორმებული. ვერნონმა პრისცილა თავის მემკვიდრედ დანიშნა მისი გარდაცვალების შემდეგ. მან ეს როლი ვერნონის გარდაცვალების შემდეგ, 1979 წელს, დაიკავა.

პრისცილას საკმაოდ ძვირი უჯდებოდა გრეისლენდის მოვლა-პატრონობა - წელიწადში 500 000 აშშ დოლარი, ამიტომ გადაწყვიტა, ის მუზეუმად გადაექცია. გრეისლენდის ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გადასაკეთებლად, მან სპეციალური გუნდი დაიქირავა. ელვისის სასახლე საზოგადოებისთვის 1982 წლის 7 ივნისს გაიხსნა. გახსნიდან ოთხი კვირის შემდეგ, მამულმა დიდი მოგება მოიტანა. პრისცილა გახდა Elvis Presley Enterprises (EPE)-ის თავმჯდომარე და პრეზიდენტი და განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე დარჩებოდა მანამ, სანამ ლიზა მარი 21 წლის გახდებოდა. მისი ხელმძღვანელობით, საწარმოს ქონება სწრაფად გაიზარდა და საბოლოოდ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

1988 წელს პრისცილამ გამოუშვა საკუთარი სუნამო, „Moments“, შემდეგ კი 1990-იანი წლების ბესტსელერი სუნამოების სერია - „Experiences“ 1993 წელს, „Indian Summer“ 1996 წელს და „Roses and More“ 1998 წელს. ასევე წარმატებით განახორციელა თავისი პროდუქციის ონლაინ რეკლამირება Home Shopping Network-ზე.

ასევე ჩაერთო კინობიზნესში. გადაიღო ფილმები „Breakfast with Einstein“ და „Finding Graceland“. 2000 წლის სექტემბერში აირჩიეს Metro-Goldwyn-Mayer-ის დირექტორთა საბჭოში. პრისცილას სახელს არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება. პრისცილა საკმაოდ ჭკვიანი და საზრიანი ბიზნესვუმენი აღმოჩნდა, არადა, ქორწინების დროს, ელვისი მას გასაქანს არ აძლევდა და ქალი ფაქტობრივად სულ სახლში იჯდა. ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ჰელ უოლისმა, რომელმაც ელვისის ადრეული ფილმების უმეტესობა დააფინანსა, პრისცილასთან კონტრაქტის გაფორმების ინტერესი გამოთქვა, თუმცა მაშინ ელვისმა ცოლს კარიერის აწყობის უფლება არ მისცა; იმ დროს ქალისთვის სახლში დარჩენა და ქმრის მოვლა ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო და ამ იდეას ელვისიც ემხრობოდა. პრისცილა ცეკვისა და პოდიუმზე სიარულისადმი ინტერესსაც იჩენდა, მაგრამ ელვისის პოზიციას პატივს სცემდა და სერიოზულად ამ საქმეს ვერ კიდებდა ხელს.

1980-იან წლებში კი ეს სურვილებიც აისრულა და კინოში გამოჩნდა.1988 წელს ლესლი ნილსენთან ერთად ითამაშა ფილმში „შიშველი იარაღი“. ამ გახმაურებული ფილმის შემდგომ ვერსიებშიც გამოჩნდა და კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტი ჰქონდა კინოში.

the-naked-gun-1763375301.jpg

ელვისთან განქორწინების შემდეგ, პრისცილას რამდენიმე ურთიერთობა ჰქონდა. ცხოვრობდა კარატეს ინსტრუქტორ მაიკ სტოუნთან, შემდეგ ხვდებოდა ფოტოგრაფ ტერი ო’ნილს, ადვოკატ რობერტ კარდაშიანს, პარიკმახერ ელი ეზერზერს და ფინანსისტ კირკ კერკორიანს.

1978 წლიდან პრისცილას ექვსწლიანი ურთიერთობა ჰქონდა მაიკლ ედვარდსთან, სანამ მას მისი ქალიშვილის, ლიზა მარის მიმართ გრძნობები არ გაუჩნდა. ედვარდსი მათი ურთიერთობის ისტორიას თავის წიგნში „პრისცილა, ელვისი და მე“ იხსენებს.

პრისცილას ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ბრაზილიელ სცენარისტთან და პროგრამისტ მარკო ანტონიო გარსიასთან ჰქონდა, რომელთანაც ის 1984 წლიდან 2006 წლამდე ცხოვრობდა.

7aa5efd427b0587b920e4b5f767d1d2d-1763375626.jpg

მათი ვაჟი, ნავარონე გარიბალდი, 1987 წლის 1 მარტს დაიბადა. რომანის დასაწყისში პრისცილამ დაარწმუნა გარიბალდი, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, რომ თუ ისინი დაშორდებოდნენ, ის მასზე წიგნს არ დაწერდა.

priscilla-presley-navarone-garcia-092625-84f7abb154fc49f1bc76880595010fea-1763375626.jpg
ვაჟთან ერთად

დღეს პრისცილა 80 წლისაა და რამდენიმე წლის წინ, ქალიშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ამბის გადატანაც მოუხდა. ლიზა მარიას საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა და არაერთხელ ადანაშაულებდა მშობლებს თავის კომპლექსებში. ის მსოფლიომ გაიცნო, როგორც ელვის პრესლის ქალიშვილი და მაიკლ ჯეკსონის მეუღლე.

priscilla-lisa-marie-presley-more-details-1763373264.webp
ლიზა მარია და პრისცილა

...პრისცილა ახლაც ხშირად იხსენებს ელვისს, რომელიც მაინც ყველაზე დიდი სიყვარული იყო მის ცხოვრებაში: „მე მას ისევ ვგრძნობ ჩემ გვერდით... ჩვენი დილის გასეირნებები მამულში, ჩვენი საუბრები - ეს ჩემი ყველაზე ძვირფასი მოგონებებია“.

priscilla-presley-and-jerry-schilling-49174935637-cropped-1763373264.jpg