„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესმა ქსელმა, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ონლაინ შეძენა გახადა შესაძლებელი.
„Wolt“-ის პლატფორმაზე ონლაინ მაღაზიები სახელით: „Carrefour Technics-Furniture East Point” და „Carrefour Technics-Furniture Dighomi” უკვე ხელიმისაწვდომია და მომხმარებლებს შეუძლიათ, საუკეთესო ფასად, შეიძინონ მსხვილი ტექნიკა როგორიცაა: ტელევიზორი, მაცივარი, ტანსაცმლისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანები, გაზქურა, კონდიციონერი გამათბობელი და ა.შ.
ეს ყველაფერი არ არის, ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია ასევე სეზონური პროდუქცია: გარე ავეჯი, სახლის ავეჯი, საახალწლო ნაძვის ხეები და სხვა.
სასურველი პროდუქციის მიწოდების დრო 3 სამუშაო დღეა, თუმცა სურვილის შემთხვევაში ხელმისაწვდომია იმავე დღეს მიტანის სერვისი, დამატებით კი - ადგილზე მონტაჟის მომსახურება.

ამ სიახლის აღსანიშნავად „კარფური“ მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა აქციას: უფასო მიწოდება, განსაკუთრებული ფასდაკლებები და სპეციალური საჩუქრები. შეთავაზებები ხელმისაწვდომია მხოლოდ „Wolt“-ის პლატფორმაზე ონლაინ შოპინგისას.
“კარფურის” ახალი ონლაინ მაღაზიები „Wolt“-ის აპლიკაციაში, მომხმარებლებს მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის შეძენის საშუალებას აძლევს. რაც ონლაინ შოპინგს, კიდევ უფრო, სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.
„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ მარტივი შოპინგის განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს მომხმარებელს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.
R