რამდენი უნდა მოიმატოს ქალმა წონაში ორსულობის სხვადასხვა პერიოდში და როგორ უნდა გამოთვალოთ სხეულის მასის ინდექსი - მანანა მგალობლიშვილი განმარტავს - მშობლები

რამდენი უნდა მოიმატოს ქალმა წონაში ორსულობის სხვადასხვა პერიოდში და როგორ უნდა გამოთვალოთ სხეულის მასის ინდექსი - მანანა მგალობლიშვილი განმარტავს

2025-11-17 12:50:40+04:00

რამდენი უნდა მოიმატოს ქალმა ორსულობის პერიოდში, რა განსხვავებაა ორსულობის ტრიმესტრებს შორის და როგორ გამოითვლება სხეულის მასის ინდექსი - თემაზე ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი საკუთარ გვერდზე საუბრობს:

- ორსულის კვებასთან და წონასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა შემოვიდა. ამიტომ, დეტალურად გაგიზიარებთ, რამდენი კილო უნდა მოიმატოს ორსულმა ორსულობის სხვადასხვა პერიოდში, პირველ, მეორე და მესამე ტრიმესტრში. ტრიმესტრი ორსულობის სამი თვეა. პირველი ტრიმესტრი ორსულობის პირველი, მეორე, მესამე თვეა. მეორე ტრიმესტრი ორსულობის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე თვეა, მესამე ტრიმესტრი კი ორსულობის მეშვიდე, მერვე და მეცხრე თვეა.

წონის მატების რაოდენობა, მაჩვენებელი სამივე ტრიმესტრში განსხვავებულია. ამასთანავე, განსხვავებულია ქალებში, რომლებსაც ორსულობის დასაწყისში ნორმალური წონა, წონის დეფიციტი, ჭარბი წონა ან ძალიან ჭარბი წონა აქვთ - ამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში ორსულობის პერიოდში წონის მატებაც განსხვავებული უნდა იყოს.

პირველ რიგში, გავარკვიოთ, რას ნიშნავს ნორმალური, ჭარბი, ძალიან ჭარბი წონა და წონის დეფიციტი. ამისთვის, საჭიროა, სხეულის მასის ინდექსი გამოვთვალოთ.

სხეულის მასის ინდექსი = წონა/ სიმაღლის კვადრატზე

სხეულის მასის ინდექსი ნორმაში არის 18, 5-დან 24,9-მდე. თუ სხეულის მასის ინდექსი ამ ფარგლებში გამოდის, ეს ნორმალური წონაა. თუ 18,5-ზე ნაკლებია, ეს წონის დეფიციტია. თუ 24,9-დან 29,9-მდეა - ეს ჭარბი წონაა. ხოლო, თუ 30 და მეტია, ეს უკვე ძალიან ჭარბი წონაა.

მაგალითად, თუ შენი წონა 61 კგ, სიმაღლე 1,70, სხეულის მასის ინდექსი ასე გამოითვლება: 61/1,70X1,70= 21,1 - ეს სხეულის მასის ინდექსის ნორმაში ჯდება.

თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი ნორმაშია, ანუ 18,5-დან 24,9-მდეა, ორსულობის პირველ ტრიმესტრში თქვენი წონის მატება 0,5-დან 2 კილოგრამამდე უნდა იყოს. მეორე ტრიმესტრში თქვენი წონის მატება 5-6 კილო უნდა იყოს, ხოლო მე-3 ტრიმესტრში, ანუ ორსულობის მე-7, მე-8, მე-9 თვეში, თქვენი წონის მატება 4-5 კილო უნდა იყოს. მთლიანი მატება ორსულობის დასაწყისიდან მშობიარობამდე, თუ თქვენ ნორმალური წონა გაქვთ, 11-დან 16 კილომდე უნდა იყოს.

მანანა მგალობლიშვილი გვთავაზობს გრაფიკს იმ ქალებისთვის, რომლებსაც ორსულობის დასაწყისში აქვთ წონის დეფიციტი, ჭარბწონიანობა და ძალიან ჭარბი წონა:

manana-mgaloblishvili-1763369774.jpg