UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის,ილია თოფურიას,ცხოვრებაში დრამატული პერიოდი დგება. სპორტულ წარმატებას პირადი კრიზისი მოჰყვა - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეუღლე ჯორჯინა უსკატეგი ბადელი ოფიციალურად ითხოვს განქორწინებას და ჩემპიონის ქონების ნახევარს.
ოფიციალური სარჩელი და ქონებრივი დავა
დასავლური სპორტული მედიის (Sportscasting) ინფორმაციით, ილია თოფურიას მეუღლემ, ჯორჯინა უსკატეგი ბადელმა, რომელიც წლების განმავლობაში სპორტსმენს გვერდით ედგა, ოქტომბრის დასაწყისში განქორწინებაზე ოფიციალური სარჩელი შეიტანა. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სოციალურ ქსელში გაჩენილ ეჭვებს: მათ ერთმანეთის გამოწერა შეწყვიტეს და ერთობლივი ფოტოები წაშალეს.
თუმცა, როგორც Sportscasting წერს, განშორებას თან ახლავს სერიოზული ფინანსური გამოწვევა: ჯორჯინა ბადელი, სავარაუდოდ, თოფურიას აქტივების 50%-ს ითხოვს, მაშინ როდესაც ჩემპიონის ამჟამინდელი ქონება დასავლურ მედიაში რამდენიმე მილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონებრივი დავა სერიოზული მასშტაბისაა.
წყვილი ერთმანეთს 7-8 წლის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა მათი ოფიციალური ქორწინება, რომელიც მხოლოდ გასულ წელს შედგა, დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდა.
წყაროების მიხედვით, ყოფილ მეუღლეებს ასევე მოუწევთ ერთობლივი შვილის მეურვეობის საკითხის მოგვარება. განაგრძეთ კითხვა