პრინცმა უილიამმა ისაუბრა, თუ როგორ ზრდიან ის და ქეით მიდლტონი სამ შვილს — 12 წლის ჯორჯს, 10 წლის ლუის და 7 წლის შარლოტას. უელსის პრინცის თქმით, მათი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღზრდის პრინციპი ტელეფონების მკაცრი აკრძალვაა — და სწორედ ეს ქმნის ყველაზე დიდ სირთულეს უფროს შვილთან ურთიერთობაში.
უილიამი აღიარებს, რომ ჯორჯისთვის გარკვეულ შეღავათებს მაინც დაუშვებენ, როცა ის კოლეჯის საფეხურზე გადავა.
„როცა ჯორჯი უმაღლეს საფეხურზე გადავა, შესაძლოა ჰქონდეს სმარტფონი, თუმცა მკაცრად შეზღუდული ინტერნეტით. გულწრფელად რომ ვთქვა, სიტუაცია უკვე დაძაბულია. იმედი მაქვს, ის გაიგებს, რატომ ვაწესებთ ამ შეზღუდვებს“, — თქვა 43 წლის პრინცმა რიო-დე-ჟანეიროში გამართულ Earthshot Prize-ის დაჯილდოებაზე.
პრინცმა უილიამმა განმარტა, რომ ამ გზით ცდილობენ ბავშვები სოციალური ქსელების მავნე ზემოქმედებისა და უკონტროლო ინტერნეტ-კონტენტისგან დაიცვან.
„ბავშვებს შეუძლიათ ინტერნეტში ზედმეტად ბევრი არასაჭირო ინფორმაცია ნახონ, მაგრამ მათ მაინც სჭირდებათ კავშირი გარე სამყაროსთან. ამიტომ ტელეფონი, რომელიც მხოლოდ დარეკვისა და შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას იძლევა, ჩემი აზრით, შესანიშნავი გამოსავალია,“ — ამბობს პრინცი.

ინტერვიუში უილიამი ხაზს უსვამს ბავშვებთან გულწრფელი დიალოგის აუცილებლობას. მისი თქმით, ყველაზე რთული პერიოდი იყო ის მომენტი, როცა შვილებისთვის ქეით მიდლტონის დიაგნოზის შესახებ უნდა ეთქვათ.
„ჩვენ ბავშვებს არაფერს ვუმალავთ — ვუყვებით როგორც კარგს, ისე ცუდსაც. ვუხსნით, რატომ ხდება კონკრეტული მოვლენები და რატომ შეიძლება ამან დევდა მოგვგვაროს. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი — მაგრამ მგონი ყველა მშობელი ასე ცხოვრობს.“
ქეით მიდლტონის დიაგნოზი
გასულ წელს ქეით მიდლტონმა საჯაროდ განაცხადა, რომ ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა, რის შემდეგაც რამდენიმე თვით მთლიანად გაქრა საჯარო სივრციდან. ინფორმაციის არარსებობამ ინტერნეტში უამრავი ჭორი გააჩინა. შემდგომში გაირკვა, რომ სასახლეში მართლაც არსებობდა გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუკი ქეითის მდგომარეობა დამძიმდებოდა.
თუმცა სექტემბერში პრინცესა საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა და განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა, ხოლო იანვარში გვამცნო, რომ მიაღწია რემისიას. დღეს, მიუხედავად პერიოდული ხმებისა რეციდივის შესახებ, ის კვლავ აქტიურად ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე.