სხვადასხვა პოპულარული პროექტის მონაწილე მარტა ბარამიძეს საკმაოდ მძიმე დიაგნოზი აქვს და საზოგადოების დახმარება სჭირდება. სოციალურ ქსელში პოსტი ვრცელდება:
"ჰემანგიომა ტუჩიდან გავრცელდა ჰაიმორის ღრუში, სადაც ჩამოყალიბდა 4 სმ-იანი ავთვისებიანი კისტა. ასევე, თავის ტვინში, სადაც ზაფხულში ქონდა ამოკვეთილი სიმსივნური წარმონაქმნები, ხელახლა განვითარდა ახალი წარმონაქმნები. პერიოდულად სკდება ზოგი, რის შედეგადაც გონებას კარგავს.
კლინიკაშია ლისთან მესამე დღეა. მიდით ჩაეხუტეთ, გაამხიარულეთ. რომ ველაპარაკე არ ვიცი რატო ვიბრძოლოო და მიდით და გაახსენეთ რომ სამყარო ლამაზია და უნდა იცოცხლოს! გაახსენეთ და გაახარეთ. სითბო და სიყვარული მიუტანეთ.
სასწრაფოდ არის თანხების მობილიზება საჭირო რომ თურქეთში ან საფრანგეთში ვუმკურნალოთ.
გადავარჩინოთ ჩვენი ფერია გოგო
მარტა ბარამიძე - შენ შენი სიტყვა სათქმელი გაქვს ამ უფერულ სამყაროში და უნდა დადგე ფეხზე!"
საქ. ბანკი
თიბისი ბანკი
ამ პოსტის გაზიარებაც ძალიან დაგვეხმარება".