ამ რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს ცხოვრებაში წარმატების მიღწევისა და დაწინაურების გაცილებით მეტი შანსი აქვთ - ნუმეროლოგების რჩეული თარიღები - მშობლები

ამ რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს ცხოვრებაში წარმატების მიღწევისა და დაწინაურების გაცილებით მეტი შანსი აქვთ - ნუმეროლოგების რჩეული თარიღები

2025-11-19 10:50:17+04:00

როდესაც ადამიანებთან კომუნიკაცია გვაქვს, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ზოგიერთმა მათგანმა დაბადებიდანვე იცის, რა სურს... ისინი ადრეული ასაკიდანვე ლიდერულ თვისებებს ავლენენ, თავიანთ მიზნებს მიჰყვებიან და იმას, რაც სხვებისთვის რთულად გამოიყურება, მარტივად აღწევენ, შეუპოვარი ხასიათი აქვთ და წინდახედულობას არასდროს კარგავენ. ეს დამთხვევაა, აღზრდის დამსახურება თუ დაბადების თარიღის გავლენაც იგრძნობა?

ნუმეროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანის ამქვეყნად მოსვლის დღე ბევრ რამეს განსაზღვრავს და თუ თქვენ ან თქვენი საყვარელი ადამიანები ამ სამი თარიღიდან ერთ-ერთში დაიბადეთ, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, წინ არაერთი წარმატება და აღიარება გელოდებათ.

უფრო კონკრეტულად, ქვემოთ მოცემული თითოეული რიცხვი განსაკუთრებულ ვიბრაციას ატარებს: ის ცხოვრების რიტმს განსაზღვრავს, შინაგან პოტენციალს ააქტიურებს და გთავაზობთ მიმართულებას, რომელიც თქვენი მიზნების ასრულებაში დაგეხმარებათ:

1: ნებისყოფა, ლიდერობა და პირველი ნაბიჯის თამამად გადადგმის ძალა

ნებისმიერი თვის პირველ რიცხვში დაბადებულები ბავშვობიდანვე განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევიან. მათ ძლიერი თვითშეფასება აქვთ, უნდათ, იყვნენ პირველები და დამოუკიდებლობის მაღალი დონე ახასიათებთ. ნუმეროლოგიაში 1 ახლის დასაწყისთან, ლიდერულ თვისებებთან, დამოუკიდებლობასთან, სიმტკიცესთან და სიმამაცესთან ასოცირდება და ითვლება, რომ ის ადამიანები, რომლებიც 1-ელ რიცხვში დაიბადნენ, სწორედ ამ თვისებებით არიან დაჯილდოებულნი. რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა სფეროში წარმატებას განაპირობებს.

მათ საკუთარი სურვილების არ ეშინიათ და წინააღმდეგობის მიუხედავად, არჩეულ გზას შეუპოვრად აგრძელებენ. იმდენად თავდაჯერებულები არიან, რომ ეს სხვებისთვისაც შთამაგონებელი ხდება. შესანიშნავად იციან, როდის და როგორ აიღონ პასუხისმგებლობა და საკუთარი გამბედაობით სხვებსაც მაგალითს აძლევენ.

numerologia-4-1763535089.jpeg

8: მიღწევებისა და სიმტკიცის ვექტორი

8-ში დაბადებულებს წარმატების კოდი აქვთ და მათი მიზანი არა მხოლოდ ოცნება, არამედ იდეების ხანგრძლივ შედეგებად გადაქცევის ხერხია. ნუმეროლოგიაში, რიცხვი 8 ძალის, სიუხვის, ძალაუფლებისა და კარმული ბალანსის სიმბოლოა, ამიტომ ამ ადამიანებმა შესანიშნავად იციან, როგორ გაამახვილონ ყურადღება გრძელვადიან მიზნებზე, ჩადონ ძალისხმევა და მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს.

ისინი მარტივად არ ნებდებიან. პირველივე წარუმატებლობაზე საკუთარ მიზნებზე უარს არ ამბობენ. პირიქით, მათი წარმატება და მიღწევები ძალიან მაღალ თვითორგანიზებულობასა და მკაფიოდ განსაზღვრულ მიზნებზეა დაფუძნებული. თანდაყოლილი გამჭრიახობის, ამბიციისა და ქარიზმის წყალობით, მათ ყველა შანსი აქვთ, რომ ოცნების კარიერა ააშენონ, კარგი ფინანსური რესურსი შექმნან, გახდნენ პატივსაცემი ადამიანები და საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ.

22: წინდახედულობა და სხვადასხვა საკითხის მიმართ გააზრებული მიდგომა

ნუმეროლოგიაში 22 ერთ-ერთ ,,მთავარ რიცხვად“ ითვლება. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, 22-ში დაბადებულები ამქვეყნად მნიშვნელოვანი შინაგანი მისიით მოვიდნენ. ისინი საოცრად წინდახედული, გამჭრიახი ადამიანები არიან და მომავლის შესანიშნავად დაგეგმვა შეუძლიათ. სწრაფ გამარჯვებებს არ ეძებენ. მათთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი საქმით რაღაც კარგი და სასარგებლო დატოვონ.

ასეთი ადამიანები შეიძლება, ახალგაზრდობაში შეუმჩნეველნი იყვნენ. მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, მათი ცოდნა, გამოცდილება იზრდება და არა მხოლოდ თავიანთი ცხოვრების, არამედ სხვა ადამიანების ყოველდღიურობის შეცვლაც კი შეუძლიათ. შეუძლია, ყველაზე ამბიციური იდეებიც კი განახორციელონ, მაგრამ იქამდე ყველაფერი კარგად დაგეგმილი და მოფიქრებული უნდა იყოს. ამავდროულად, მათ არც წინააღმდეგობები აშინებთ. ითვლება, რომ 22 სულიერი სიმწიფის, ზრდისა და კონსტრუქციული ენერგიის რიცხვია და თუ ამ დღეს დაიბადეთ, საკუთარი მისიის აღმოჩენის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

numerologia-5-1763535104.jpeg

ნუმეროლოგიაში ყველა რიცხვს თავისი ენერგია აქვს

თუ ამ სიაში თქვენი დაბადების თარიღი ვერ აღმოაჩინეთ, ნუ ინერვიულებთ. ნუმეროლოგიაში დაბადების ყველა თარიღს უნიკალური პოტენციალი აქვს. ზოგიერთი ადამიანი სხვებისთვის ხდება შთაგონება, ზოგს ახალი რაღაცების შექმნა, გამოგონება შეუძლია, ზოგს კი ოჯახთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა გამოსდის შესანიშნავად. ამიტომ, მთავარია შინაგან ხმას მოუსმინოთ და გააკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გინდათ.