კანი — ჩვენი ყველაზე დიდი ორგანო და პირველი დამცავი ბარიერია გარემოსგან. ბავშვებში, რომლებიც სულ მოძრაობენ, ეცემიან, კანი ხშირად ზიანდება. იქნება ეს ჭრილობა, დამწვრობა თუ ანთება — ყველა დაზიანების საბოლოო ეტაპი არის ნაწიბური - იარა, რომელსაც "შრამსაც" ეძახიან. სტატისტიკით, მსოფლიოს ყოველი მეორე ადამიანს ერთი ნაწიბური მაინც აქვს.
ამ სტატიაში შევკრიბეთ ჭრილობებთან და იარებთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული მითები, რომლებსაც ძირითადად, ბავშვებთან მიმართებაში ვაწყდებით:
თუ ჭრილობა დიდებსაც და ბავშვებსაც გართულების გარეშე შეუხორცდებათ, ჩვეულებრივი, ნორმოტროფიული შრამი ძირითადად მართლაც ქრება: უხილავი ხდება და თითქმის არ განსხვავდება დანარჩენი კანისგან.
თუმცა ყოველთვის ასე არ არის. ზოგჯერ ფორმირდება პათოლოგიური შრამი, რომელიც შეიძლება იყოს მყარი, წითელი, ჩაძირული ან, პირიქით, ამოსული და შესამჩნევი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ინფექციები, განმეორებითი ტრავმა, აკნე, ატოპიური დერმატიტი, გენეტიკური ფაქტორები და სხვა.
პათოლოგიური შრამები რამდენიმე ტიპად იყოფა:
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კანი (დაახლოებით 30 წლამდე) მართლაც სწრაფად აღდგება, სწორედ ეს „სისწრაფე“ ზრდის პათოლოგიური შრამის ჩამოყალიბების რისკს — უჯრედების სწრაფმა დაყოფამ შეიძლება სწორად ვერ იმუშაოს.
ჭრილობის ნაწიბურის ქავილი ხშირია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია. ქავილის არქონაც არ ნიშნავს, რომ შრამი სრულად გაქრება.
თანამედროვე საფენები, ანტისეპტიკური მკურნალობა და სწორი მოვლა მნიშვნელოვნად ამცირებს პათოლოგიური შრამის რისკს. პრევენცია უნდა დაიწყოს ადრეულ ეტაპზე, როგორც კი სისხლდენა შეწყდება.
რეკომენდებულია უსაფრთხო და სანდო საშუალებები, რომლებიც სახლში ხანგრძლივად გამოყენებას ითვალისწინებს:
პათოლოგიური შრამები მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის. ბავშვი იზრდება, კანი იწელება, მაგრამ შრამი იგივე რჩება. შედეგად შეიძლება განვითარდეს:
გარდა ამისა, თვალსაჩინო შრამები ბავშვებზე და მოზარდებზე ძლიერ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს.
სახლის რეცეპტებს არ აქვთ სამეცნიერო მტკიცებულება. ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა ალერგია ან გაღიზიანება გამოიწვიოს.
ვიზუალური დეფექტის შემცირება შესაძლებელია — ხშირად ოპერაციის გარეშეც. არსებობს:
როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ სამუდამო ნაწიბური არ ჩამოყალიბდეს?