"გასაჭირისთვის თანხის შეგროვება არ შეიძლება... უიღბლობა არ არსებობს, ჩვენ ვაპროგრამებთ თავს..." - ფენშუის სპეციალისტი სიმდიდრისა და ბარაქის მოზიდვაზე და სიდუხჭირისგან თავის დაღწევაზე - მშობლები

"გასაჭირისთვის თანხის შეგროვება არ შეიძლება... უიღბლობა არ არსებობს, ჩვენ ვაპროგრამებთ თავს..." - ფენშუის სპეციალისტი სიმდიდრისა და ბარაქის მოზიდვაზე და სიდუხჭირისგან თავის დაღწევაზე

2025-11-19 11:33:49+04:00

როგორ მოვიზიდოთ სიმდიდრე და ბარაქა და რა რიტუალები არსებობს სიდუხჭირის დასაძლევად, ფენშუის სპეციალისტი, თიკა ქოქაშვილი გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს:

- უიღბლობა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ამ ყველაფერს ჩვენ ვაპროგრამებთ. როდესაც ადამიანი ჩათვლის, რომ მას არ უმართლებს, საკმარისი შემოსავალი არ აქვს, მენტალურ დონეზე მიჯაჭვულია იმ ინფორმაციაზე, რაც აიკვიატა, სამყაროში ეს ისე მუშავდება, რომ მერე ყველაფერი ამის მიხედვით მიდის.

სიდუხჭირეც მენტალურად ითვლება - ან ოჯახის კარმაა, რომელიც უნდა გამოსწორდეს და ამ გამოსწორებაში გადაწყვეტილებებს მენტალურ დონეზეც ვიღებთ და ასევე, სხვადასხვა ქმედება, პრაქტიკა და ჩვენი საცხოვრებლის შეცვლის ძალიან ბევრი ვარიანტი გვაქვს. მენტალურად სიღარიბის ენერგია, თუნდაც ფულთან დაკავშირებული ცუდი აზროვნება, რომ მდიდარი ადამიანები ცუდები არიან, რომ ფულს შეუძლია, ადამიანი გაატუტუცოს, დამაზიანებელია... როდესაც ვიძახით, რომ "ხელფასი არასდროს მყოფნის" - სამყაროში ესეც ძალიან ცუდად მუშავდება. როდესაც შევამჩნევთ, რომ ჩვენში არასწორი ინფორმაცია და ენერგია შემოდის, ვიწყებთ იმის გახსენებას, რომ ფულით რამდენი კარგი სურვილი აგვისრულებია საკუთარი თავისთვის, როგორ შეგვიგროვებია... ფულთან დამოკიდებულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სიდუხჭირე ზუსტად ეს არის - იმის გარდა, რომ ჩვენ მენტალურ დონეზე შეიძლება დავასუფთაოთ და დავალაგოთ აზრები, ჩვენს გარემოსა და საცხოვრებელ ადგილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფენშუის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს შემოსასვლელი კარებია. მთავარი ადგილი, საიდანაც ჩვენთან სიცოცხლის ენერგია შემოდის. ამ ენერგიას შეუძლია, გარემო გაასუფთაოს. ახალ წლამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. ენერგიების გაღვიძებისთვის გამზადება შეგვიძლია.

თუ ადამიანები თვლიან, რომ რთული პერიოდი, სიდუხჭირე ჰქონდათ, ასეთი რამ შეუძლიათ, გააკეთონ: 8 საათზე მზე უკვე ამოსულია. მზის ამოსვლის შემდეგ მთავარ კარს ვაღებთ, რომელიც მარილიანი წყლით აუცილებლად უნდა გაიწმინდოს. 30 წამით მაინც უნდა იყოს გაღებული. ცივი, წყნარი ჰაერი უნდა შემოვიდეს მაშინ, როდესაც სადარბაზო ჯერ გაღვიძებული არ არის. რომ შემოუშვებთ ამ ენერგიას, ცოტახანს კართან უნდა დადგეთ და თქვათ: "მე, დღეიდან, მზად ვარ, გავუშვა ყველა ის არასასურველი პროგრამა და ენერგია, რომლებიც ჩემს სახლში ფულთან დაკავშირებული იყო და შემოვუშვა დადებითი ენერგია." ამის შემდეგ ეს ენერგია მთლიან სახლში უნდა გადავანაწილოთ. ეს იქნება სანთლის ანთებით, საკმევლის დანთებით, სურნელოვანი ჩხირებით... ეს თქვენ აარჩიეთ. ყველა ოთახი მოვიაროთ. თუ ბნელი, გამოკეტილი ოთახები გაქვთ, იქ განსაკუთრებით. საათის ისრის მიმართულებით უნდა მოვიაროთ და ენერგია შემოვუშვათ. ეს გზა უკვე მენტალურ დონეზეც ჩვენში ენერგიებს ასუფთავებს და ასევე სახლის ენერგიებიც გაღვიძებას იწყებს.

ნახეთ გადაცემა სრულად: