პირველად საქართველოში - კერძო  კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”  მყარი ნარჩენების მართვის მასშტაბურ კვლევას ჩაატარებს - მშობლები

პირველად საქართველოში - კერძო  კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”  მყარი ნარჩენების მართვის მასშტაბურ კვლევას ჩაატარებს

2025-11-19 12:27:24+04:00

კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ მასშტაბურ პროექტს იწყებს, რაც თბილისის მაგალითზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მორფოლოგიის შესწავლას გულისხმობს. პროექტს რამდენიმე მიზანი აქვს: დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების სისტემების აღწერა, ნარჩენების არსებული გადამუშავებელი სიმძლავრეების შეფასება და მათი შესაძლებლობების გაუმჯობესების გზების ძიება, იმისათვის, რომ მოხმარებული პლასტმასის ბოთლების შეგროვება/გადამუშავება ეფექტური და ნაკლებად ხარჯიანი გახდეს.

საქართველომ უკვე შეიმუშავა მწარმოებლის გაფართოებული ვალებულების - EPR ტექნიკური რეგლამენტი, ნარჩენების 6 სხვადასხვა ნაკადზე. თუმცა აქედან მხოლოდ ოთხია ძალაში შესული, ორი მათგანი - მეორადი ავტომობილები და შესაფუთი ნარჩენებისთვის განკუთვნილი - რეგულაცია კი უკვე 6 წელზე მეტია დამტკიცებას ელოდება.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, როგორც მომავალზე ორიენტირებული კომპანია მწარმოებლის სექტორიდან, ნარჩენების მართვის პროცესში აქტიურად არის ჩართული. 2016 წლიდან დღემდე ყველა დაინტერესებულ მხარესთან მუშაობს შეფუთვის ნარჩენების მართვის სისტემის საუკეთესო, საერთაშორისო სტანდარტის სქემების შემოტანასა და მათ პრაქტიკაში გატარებაზე.

პროექტი, რომელსაც “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” განახორციელებს 10 თვიანია და ის კომპანიამ გერმანელი, გარემოსდაცვითი წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით მოამზადა. ასეთი მასშტაბური კვლევა კერძო სექტორის ინიციატივით პირველად ტარდება საქართველოსა და მთელს რეგიონში.

poto-axlo-rakursit-1763540900.jpg

პლასტიკის შესაფუთი მასალის ნარჩენი, ღირებული მეორადი პროდუქტია, თუმცა მისი არასწორად მართვა გარემოზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს. ამიტომ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ე.წ. “ბოთლიყლაპია” დანადგარების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა მოხდება, იმისათვის რომ სამომავლოდ მაქსიმალურად მოხდეს მათი შეგროვება და საწარმოო პროცესში დაბრუნება. ასევე იგეგმება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება rPET-სგან შემდგარი (რეციკლირებული პლასტიკის) შესაფუთი მასალების ერთეულის წარმოების მოწყობის თაობაზე.

კვლევის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, თბილისში არსებული მყარი ნარჩენების სისტემის აღწერა, ნარჩენებიდან პლასტმასის რაოდენობის შესახებ მონაცემების განახლება და განთავსების პრაქტიკის შესწავლა მოხდება. რასაც დაემატება საქართველოში გადამუშავების ობიექტების იდენტიფიცირება და პლასტმასის ნარჩენების ნაკადის (მაგალითად საყოფაცხოვრებო და კომერციული ნარჩენები) დღეს არსებული პრაქტიკის აღწერა. მორფოლოგიური კვლევით, დეტალურად იქნება შესწავლილი თუ რისგან შედგება ნარჩენების კომპონენტების (პლასტიკი, მეტალი, მუყაო/ქაღალდი, ცელოფანი, სამზარეულოს, ბაღის ნარჩენი) წილი და რაოდენობა.

რა არის რეციკლირებული პეტი - rPET და რატომ არის მისი წარმოება მნიშვნელოვანი?

rPET - რეციკლირებული (აღდგენილი) პლასტმასისგან დამზადებული ბოთლია. rPET-ის შემცველი ბოთლის წარმოება და მისი გამოყენება გარემოზე უარყოფით ზემოქმდებას მნიშვნელოვნად ამცირებს და შესამჩნევად ზრდის ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის დანერგვას.

პროექტის განსახორციელებლად, კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” ადგილობრივ მწარმოებელ ორგანიზაცია Georgia Plus-თან („PRO“) თანამშრომლობს. კვლევის აქტივობების უმეტესობას სწორედ ეს ორგანიზაცია შეასრულებს, მათ შორის პროექტში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას უზრუნველყოფს.

R