"არ ვაძლევთ გაჯეტების გამოყენების უფლებას... მკაცრად, მაგრამ სიყვარულით ვზრდი... საუკეთესო, რაც შეგიძლიათ ბავშვს მისცეთ, არის ოჯახი, სადაც ის უყვართ" - ირინა შეიკი 8 წლის ქალიშვილზე და აღზრდის მისეულ მეთოდებზე - მშობლები

"არ ვაძლევთ გაჯეტების გამოყენების უფლებას... მკაცრად, მაგრამ სიყვარულით ვზრდი... საუკეთესო, რაც შეგიძლიათ ბავშვს მისცეთ, არის ოჯახი, სადაც ის უყვართ" - ირინა შეიკი 8 წლის ქალიშვილზე და აღზრდის მისეულ მეთოდებზე

2025-11-19 13:20:02+04:00

ცნობილმა მოდელმა ირინა შეიკმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ზრდიან ის და მისი ყოფილი შეყვარებული, ბრედლი კუპერი, რვა წლის ქალიშვილს, ლეას. წყვილი რა ხანია, დაშორდა, თუმცა ლეაზე ორივე თანაბრად ზრუნავს და მნიშვნელოვან დღეებშიც ორივე მის გვერდით არის.

39 წლის მოდელმა მისეული აღზრდის დეტალები People-თან ინტერვიუში გააზიარა.

შეიკის თქმით, პატარა ასაკის მიუხედავად, ლეას უკვე „კარგად ესმის, რას აკეთებენ მისი მშობლები“ ​​და არ გამოხატავს უკმაყოფილებას მათი დატვირთული გრაფიკის ან ხშირი მივლინებების გამო. ირინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და კუპერი მადლიერები არიან ამისთვის და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ მასთან, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გოგონას ყურადღება არ მოაკლდეს.

irina-shayk-shkelqeu-teksa-shetiti-dore-per-dore-ne-nju-jork-me-vajzen-e-saj-lea-de-seine-te-cilen-e-ndan-me-bradley-cooper-1763545700.webp

xvicha-1763545700.png

„ჩვენ ასევე არ ვაძლევთ მას გაჯეტების გამოყენების უფლებას - თითქმის არასდროს“, - აღნიშნა შეიკმა. ამის ნაცვლად, მშობლები უფრო მეტს ესაუბრებიან ქალიშვილს, ამყარებენ ნდობას და ქმნიან მისთვის მოსიყვარულე გარემოს. „საუკეთესო, რაც შეგიძლიათ ბავშვს მისცეთ, არის ოჯახი, სადაც ის უყვართ“, - განმარტა მოდელმა.

original-2-1763545700.webp

original-1-1763545700.webp

ირინამ ასევე თქვა, რომ ლეას საკუთარი თავის დაფასებას ასწავლის: „დღეს ძალიან ბევრი სილამაზის სტანდარტია დაწესებული, რაც დიდი წნეხია გოგონებისთვის და მე, რა თქმა უნდა, ვცდილობ, ჩემი ქალიშვილი მათგან დავიცვა“.

554789728-10230828467078453-2218321573335974216-n-1763545699.jpgbdb6e3cfe0fa0180a65c8c2d414a8d12-1763545699.jpg

irina-1-1763545700.webp

image-1-1763546683.png

image-2-1763546683.png

xvicha-1-1763545700.png

მას მერე, რაც წყვილი ერთად არ ცხოვრობს, 50 წლის კუპერი ამჟამად კიდევ ერთ სუპერმოდელს, ჯიჯი ჰადიდს ხვდება. მსახიობმა უკვე გააცნო შეყვარებული თავის ქალიშვილს და, ინსაიდერების ცნობით, მალე გეგმავს ნიშნობას. რაც შეეხება შეიკს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ჟიზელ ბუნდჰენის ყოფილ ქმართან, ამერიკელ ფეხბურთელ ტომ ბრედისთან, დიდი ხნის რომანი განაახლა.

original-1763546136.webp

მდიდარ ოჯახში არ გავზრდილვარ, არავინ მყავდა, ვინც წარმატების მიღწევაში დამეხმარებოდა... დედამ სწორი ღირებულებები ჩამომიყალიბა და ვცდილობ, ჩემს ქალიშვილსაც გადავცე - ირინა შეიკი
დილის 7 საათზე ვდგები და ბავშვი სკოლაში მიმყავს... ბრედლი საუკეთესო მამაა, რაზეც კი მე და ლეას შეგვეძლო გვეოცნება - ირინა შეიკი ოჯახსა და დედობაზე
მე წელიწადში ორჯერ მაძლევდნენ კანფეტებს... ჩემმა შვილმაც უნდა იცოდეს, რომ უშრომლად არაფერი მოდის... - ირინა შეიკის მკაცრი აკრძალვები, რომლებიც შვილს დაუწესა