ზუგდიდში, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰაკათონი -NASA International Space Apps Challenge 2025გაიმართა.ღონისძიება მონაწილეებს 4–5 ოქტომბერს მასპინძლობდა.
ჰაკათონის“NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი - “Skill Issue“გახდა, რომელიც გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა! მათი პროექტი „Sateliko“, მსოფლიოს მასშტაბით, 11,500-ზე მეტი ინიციატივიდან შეირჩა.
ზუგდიდის გუნდმა იმუშავა გამოწვევაზე - “Commercializing Low Earth Orbit (LEO)”და შექმნა ინოვაციური პროტოტიპი -„Sateliko“. ეს არის დისტანციური ავტომატიზებული სახელოსნო, რომელიც ხელახალი გამოყენების ნანო-თანამგზავრების წარმოების შესაძლებლობას ქმნის. მისი მიზანია, სტუდენტებსა და მეცნიერებს მისცეს შესაძლებლობა, გამოიკვლიონ დაბალი ორბიტა რაკეტის გაშვების საჭიროების გარეშე.

გუნდისSkill Issue წევრები არიან:
ჰაკათონის მიმდინარეობისას გუნდის მენტორობას უწევდნენ ალტე უნივერსიტეტის ლექტორები - გიორგი თაყაძე და გიორგი გრიგოლია და იდეის განვითარებისა და პროტოტიპის შედგენის პროცესში ეხმარებოდნენ.
Space Apps Challengeარის ყოველწლიური გლობალური ინოვაციური პროექტი, რომელსაც აშშ-ის კოსმოსური სააგენტო - NASA უწევს ორგანიზებას. ჰაკათონში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი მონაწილეობს მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნიდან.
2025 წლის ჰაკათონის თემა იყო-“Learn, Launch, Lead!”და ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად, სადაც ინოვაციური იდეები რეალურ გამოწვევებზე მუშაობით ყალიბდება.
ალტე უნივერსიტეტი“Skill Issue“-ს ულოცავს ამ მნიშვნელოვან წარმატებას დაკვლავ აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის საინტერესო ინოვაციური პროექტების შეთავაზებას.
R