ალტე უნივერსიტეტის MedTech ჰაკათონში 5 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა - მშობლები

ალტე უნივერსიტეტის MedTech ჰაკათონში 5 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა

2025-11-19 15:41:52+04:00

ალტე უნივერსიტეტს მედიცინის საერთაშორისო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, 6–7 ნოემბერს გამართულ ჰაკათონში 5 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

MedTech Hackathon-ი გაიმართა თემაზე -AI for Care. მისი საპრიზო ფონდი4500ლარი იყო.

პროექტი განკუთვნილიიყოX–XII კლასის მოსწავლეებისა და ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, ინტერდისციპლინური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებასისახავდამიზნად.

584366266-831302863162757-4981121492938273382-n-1763552718.jpg

კონკურსის მონაწილეებმაიმუშავესრეალურ გამოწვევებზე, შექმნესპროტოტიპებიხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამედიცინისა და IT მიმართულებების გადაკვეთის ახალ შესაძლებლობებსგაეცნენ.

ჰაკათონშიმონაწილეობდნენ თბილისისხვადასხვა სკოლის X–XII კლასის მოსწავლეებისადა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები. თითოეულ მათგანს ჰყავდა ორი ექსპერტ-სტუდენტი, რომლებიც მოსწავლეებს იდეის განვითარებაში, დახვეწასა და განხორციელებაშიდარგობრივიცოდნითა და პრაქტიკული ჩართულობითეხმარებოდნენ.

დასკვნით ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე მონაწილეებმაალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრში მედიცინაში არსებული რეალური გამოწვევების დასაძლევად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, საკუთარი პროექტების პროტოტიპები შექმნეს. 7 ნოემბერს, ფინალის დღეს კიგაიმართა პრეზენტაციები, რომელზეც ხუთმა გუნდმა ჟიურის წინაშე საკუთარი იდეები წარადგინა.

გუნდების ჩამონათვალი:

  • „მწვანე კოდი“– ვახტანგ სამარჯიშვილი, ალექსანდრე თევზაია, გიორგი კორძაია, ლუკა ადამია;
  • Biomarkers– ანამარია დეკანოიძე, ანანო ამბროლაძე, ლიზი კილაძე, გიორგი ოცხელი;
  • Lifelink– მიხეილ კაპანაძე, თინათინ მშვილდაძე, თევდორე ონაშვილი, ანტონი ინგოროყვა;
  • PillMe– გიორგი ყაველაშვილი, ელენე იზორია, ნიკოლოზ ყიფშიძე, გიორგი კანდელაკი;
  • Calmify– მართა შალამბერიძე, ელენე ჯღარკავა, თამარ გოგიძე.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხისსესია გაიმართა.მოსწავლეებმა კომპეტენტური ჟიურის წევრების შეკითხვებს უპასუხეს და მათი შეფასებებიმოისმინეს.

MedTech Hackathon-ი გამარჯვებული გუნდების გამოცხადებით და დაჯილდოებით დასრულდა.ჟიურის გადაწყვეტილებით, ღონისძიებაში მონაწილე ხუთი გუნდიდან სამმა-პარტნიორებისგან სხვადასხვა პრიზი დაიმსახურა:

“Calmify”ჰაკათონის მხარდამჭერის - 4Hospitals-ის მთავარი რჩეული გახდა და გუნდი2 000 ლარით დაჯილდოვდა. Calmify ასევე დასახელდა GITA-ს რჩეულადდაპროტოტიპის განვითარებაშიმიიღებს მხარდაჭერას.

582065617-826790793606476-3155349158417153427-n-1763552717.jpg

“PillMe”ალტე უნივერსიტეტის რჩეული გახდა და ჯილდოდ 1 000 ლარიანი ფულადი პრიზი და პროფესიული ბანაკის საგზურები მიიღო. ალტე უნივერსიტეტი გუნდს იდეის განვითარებაშიც დაეხმარება. გუნდი4Hospitals-ის მეორე რჩეულადაცდასახელდა დაჯილდოდ 1 000 ლარი მიიღო.

582009315-1730863400923131-8015053083172373130-n-1763552851.jpg

„მწვანეკოდი”MediMind-ის რჩეულადდასახელდადა500 ლარითდაჯილდოვდა.

582271422-1192911452395808-6866182965787183639-n-1763552718.jpg

მონაწილე გუნდების წევრებსა და სტუდენტ-ექსპერტებს გადაეცათ სერტიფიკატები.სტუდენტ-ექსპერტებსაღნიშნული აქტივობაპორტფოლიოს ფორმირებაშიდაეხმარება, მათ შორის დეკანის გრანტისა და სხვა საუნივერსიტეტო წახალისებების მოსაპოვებლად.

ღონისძიების ბოლოს, გამარჯვებულმა გუნდებმათავიანთ პროექტებზე და მის შესაძლებლობებზეისაუბრეს.

581808933-2051833888898366-7705854055233274195-n-1763552717.png

PillMe-ის გუნდის წევრმა, ელენე იზორიამ, განმარტა აპლიკაციის ფუნქციონალი:

„ჩვენ შევქმენით აპლიკაციაPillMe, რომელიც ადამიანებსსხვადასხვაპრობლემის მოგვარებაში ეხმარება. პაციენტების 52%-ს ავიწყდება მედიკამენტების დანიშნულ დროზე მიღება, რაც იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ჯანდაცვის ხარჯების ზრდა, ჯანმრთელობის ხარისხის გაუარესება და ა.შ. ჩვენი აპლიკაცია ადამიანებს ახსენებს მედიკამენტების მიღების დროს. მართალია, მსგავსი ტიპის აპლიკაცია ბევრია, თუმცა რთული დიზაინითაა და ნაკლებად მოსახერხებელია ასაკიანი ადამიანებისთვის. ჩვენს აპლიკაციაში ასევე შეხვდებით AI ასისტენტს, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე რჩევას მოგცემთ. დოქტორ-ასისტენტს შეუძლია საუბარი და ყველანაირი ემოციის გამოხატვა. ზოგიერთი მედიკამენტის მიღება არ შეიძლება, თუ მაგალითად, წნევას ან პულსს არ გაიზომავ. ჩვენი აპლიკაცია კი ამის საშუალებასაც იძლევა“.

582009315-1730863400923131-8015053083172373130-n-1763552851.jpg

Calmify-ის გუნდის წევრი, ელენე ჯღარკავა:

„ორი სხვადასხვა პრიზის მფლობელი გავხდით და პირველ რიგში, უდიდესი მადლობა ალტე უნივერსიტეტს, რომ ამის შესაძლებლობა მოგვცა. ჩვენ წარვადგინეთCalmify Product- იდეა, რომელიც უძილობის პრობლემას ჭრის. გვაქვს სანათი, რომელიც გამოყოფს სამი სხვადასხვა ფერის - წითელ, ლურჯ და ყვითელ ნათებას. ის ეხმარება ტვინს, რომ გამოყოს მელატონინი - ძილის ჰორმონი. ფაქტობრივად, ერთ დღეში შევძელით, რომ პროტოტიპი აგვეწყო და ამასთან ერთად, ვებსაიტი გაგვეკეთებინა. გუნდის წევრებმა როლები თავიდანვე გადავინაწილეთ, ვიმუშავეთ და მივიღეთ საბოლოო პროდუქტი. 2 მილიარდზე მეტია ადამიანი, რომელსაც ძილის პრობლემა აქვს, ჩვენი სანათი კი მათ ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. ძალიან ბედნიერები ვართ და დიდი მოტივაცია გვაქვს, რომ ეს პროდუქცია გაყიდვაში გავიტანოთ“.

ჰაკათონის მნიშვნელობაზეისაუბრაალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანმა, გიორგი გაბისონიამ:

„მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა მედიცინის მომავალზე იფიქრონ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ტექნოლოგიურ კონტექსტშიცდადაინახონ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკას, მონიტორინგსა და პაციენტზე ზრუნვის პროცესს.“

R