წარმატებული სპორტსმენი
ზეინაბ ჯავადლი 1991 წელს დაიბადა ბაქოში. ჯავალდა სპორტული გოგონა იყო და ადრეული წლებიდან ტანვარჯიშით იყო გატაცებული, მერე კი პროფესიონალი გახდა.


სპორტული კარიერა საკმაოდ წარმატებული იყო. სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდება მოიპოვა, ორჯერ მოიპოვა გუნდური ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე მოიგო გუნდური ბრინჯაო და ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე.
21 წლის ასაკში ტრავმების გამო შეჯიბრებები შეწყვიტა, მაგრამ პენსიაზე არ გასულა. თითქმის მაშინვე დაიწყო ბავშვთა მწვრთნელად მუშაობა: ჯერ თურქეთში, შემდეგ კი - მშობლიურ აზერბაიჯანში.
შეხვედრის მომენტში ზეინაბი 23 წლის იყო. არაბ შეიხთან შეხვედრა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
.jpg)
ზეინაბი და საიდი მალე მოიხიბლნენ ერთმანეთით და საიდმა ხელიც მალევე სთხოვა. ტანმოვარჯიშის ოჯახი ეჭვის თვალით უყურებდა მის გატაცებას და აფრთხილებდა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიეღო. მისმა მეგობრებმაც გააფრთხილეს ზეინაბი, რომ შეიხთან ცხოვრება გარედან ვარდისფერი ჩანდა, სინამდვილეში კი ბევრ საფრთხეს შეიცავდა. ბევრი შეშფოთებული იყო საიდ ალ მაკტუმით, რადგან ის არ მალავდა თავის დომინანტურ ქცევებს ქალების მიმართ, თანაც, მას უკვე ორი ცოლი ელოდა დუბაიში და ზეინაბს მესამე ცოლობა შესთავაზა... ქალი იმდენად მოიხიბლა კავალერით და მისი გულუხვი საჩუქრებით, საყვარელი მამაკაცის გამო მან ყველაფერი მიატოვა და დუბაიში გაჰყვა. თავიდან სულაც არ ჩანდა, რომ "ოქროს გალია" ელოდა...
შეიხის ქალები
საიდ ბენ მაქტუმი ალ-მაქტუმების დინასტიას ეკუთვნის, რომელიც დუბაის 1833 წლიდან მართავს. არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის მეთაურია და ასევე წარმატებები აქვს სპორტში. საიდი სროლით არის გატაცებული და ოლიმპიურ თამაშებშიც კი აქვს მონაწილეობა მიღებული. სწორედ სპორტმა შეახვედრა მომავალ ცოლებს.


.jpg)
განსაცდელი
ზეინაბმა განქორწინება მოითხოვა მთავარი პირობით, რომ მისი ქალიშვილები მასთან დარჩენილიყვნენ - და სწორედ ამას მოჰყვა დიდი განსაცდელი. ყოფილი ქმარი შეეწინაარმდეგა ამ სურვილს და უარი უთხრა შვილების გადაცემაზე, ასევე - ქვეყნის დატოვებაზე.
ზეინაბმა დატოვა სამეფო სასახლე და კერძო ვილაში გადასახლდა, შვილებთან და მშობლებთან ერთად. ამაზე ქმარი დათანხმდა, თუმცა ეს უნდა ყოფილიყო მისი მუდმივი კონტროლის ქვეშ. ზეინაბს არ უნდა ეცხოვრა თავისუფლად, არც დუბაი დაეტოვებინა, მით უმეტეს - ბავშვებით...
2020 წელს ტანმოვარჯიშემ სოციალურ მედიაში დაწერა, თუ როგორ ავიწროებდნენ მას და მის მშობლებს უცნობი პირები და მას მუდმივად ემუქრებოდნენ ბავშვების წართმევით. მან მიანიშნა, რომ ქვეყანაში, სადაც საიდის ნათესავები აკონტროლებენ თითქმის ყველა სამთავრობო უწყებას, სამართლიანობის იმედი არ არსებობდა. მას ასევე არ შეეძლო მშობლიურ აზერბაიჯანში დაბრუნება - საელჩოც კი არ ეხმარებოდა.
ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ზეინაბმა ასევე აღნიშნა, რომ ქორწინების დროსაც რეგულარულად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ფიზიკურ ძალადობას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახლში იყო გამოკეტილი საკვებისა და წყლის გარეშე. დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მეგობრებს ჰქონდათ მტკიცებულებები და გაასაჯაროებდნენ, თუ მას რამე დაემართებოდა.
ზეინაბი ლამის ყვიროდა ვიდეოში და დახმარებას ითხოვდა. ის ყვებოდა, რომ დასდევდნენ ადამიანები, რომლებიც მისი შვილების გატაცებას ცდილობდნენ. თითქმის მთელი წელი ოჯახმა სტრესში იცხოვრა...

სულ მალე, ვიდეო გაქრა. წაიშალა ზეინაბის ყველა ანგარიში და ის ორი წლის განმავლობაში დუმდა...საერთოდ არაფერი იყო მასზე ცნობილი. ზეინაბი არ პასუხობდა მეგობრებს ინსტაგრამში და არ გამოდიოდა კავშირზე.
2022 წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ზეინაბის წინააღმდეგ საქმე აღიძრა - ყოფილ ქმარს სურდა, მისთვის მშობლისა და მეურვეობის უფლებები ჩამოერთმიათ. ამ ბრალდებების გასაპროტესტებლად, ჯავადლის ადვოკატებმა საქმე გაეროსაც კი წარუდგინეს...
ახლა ქალი კვლავ დუბაიში ცხოვრობს, იძულებით, რომ შვილები ხანდახან მაინც ნახოს. ისევ იბრძვის მათზე მეურვეობის მოსაპოვებლად. მაგრამ კანონი ყოველთვის მისი ქმრის მხარეს იქნება, რადგან ეს პატრიარქალური ქვეყანაა და შეიხს ბევრი გავლენიანი ნათესავი ჰყავს.





ზეინაბს ასევე სპორტული სამყაროს მხარდაჭერის იმედი აქვს და გამუდმებით ამბობს, რომ ის ყოფილი ქმრის ფულს კი არ ითხოვს, არამედ ქალიშვილებთან ერთად ქვეყნის დატოვების და უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობას, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს.
